Back ონლაინ განვიხილავთ სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე არსებულ მონაცემთა ანალიზს

ონლაინ განვიხილავთ  სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე არსებულ მონაცემთა ანალიზს

ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში  სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე მონაცემთა ანალიზის შესახებ ონლაინ სემინარი ჩაატარა პარტნიორი ორგანიზაციებისთვის ღონისძიების მიზანი იყო მონაცემთა ანალიზის მეთოდოლოგიისა და  სახელმწიფო უწყებების, სამოქალაქო საზოგადოებასა და მკვლევარებთან თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითების განხილვა.

მოწვეულ სპიკერებთან და სფეროს საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, ონლაინ სემინარმზე განვიხილეთ თუ რა დამატებითი ღირებულება შეიძლება შესძინოს კვლევამ  სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების  მონაცემთა ანალიზს  პოლიტიკისა და პრაქტიკის განვითარებისთვის. ექსპერტებმა ევროპული ქვეყნების მაგალითზე ისაუბრეს თუ როგორ შეუძლია სახელმწიფო უწყებებს გამოიყენონ სამოქალაქო საზოგადოების მონაცემები და ასევე როგორ შეიძლება ოფიციალური მონაცემების გაზიარება სამოქალაქო საზოგადოებისთვის და თემისთვის იმისთვის რომ გაიზარდოს ინფორმირებულობა სახელმწიფოს რეაგირების შესახებ და  გაძლიერდეს ეს მნიშვნელოვანი თანამშრომლობა.

ონლაინ სემინარს დაესწრო შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, სასამართლოს, უნივერსიტეტებისა და კოალიცია თანასწორობისთვის წარმომადგენლები.

ეს ერთ-ერთი აქტივობა იმ აქტივობათაგან, რომლის მიზანია მონაცემთა შეგროვებისა და გაანალიზების მეთოდოლოგიის გაუმჯობესება. 2018 წლის სექტემბერიდან ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში პროექტის „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა“ ფარგლებში მხარს უჭერს დაინტერესებულ მხარეებს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მონაცემთა შეგროვების მეთოდოლოგიის გაუმჯობესებაში. ინკლუზიური პროცესის შედეგად შემუშავდა რეკომენდაციები მონაცემთა შეგროვების ახალი მეთოდოლოგიის შესახებ, სახელმძღვანელო პრინციპები და მონაცემთა შეგროვების ფორმები რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) რეკომენდაციებისა და არსებული საჭიროებების შესაბამისად. 2020 წელს პროკურატურამ, უზენაესმა სასამართლომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის შესახებ მონაცემთა ერთიანი სისტემის შესაქმნელად თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შესახებ მონაცემთა შეგროვების გასაუმჯობესებლად სამუშაო მეთოდი მოიცავდა დაინტერესებულ სამთავრობო და არასამთავრობო აქტორებს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს პროცესში.

პროცესს მხარს უჭერს ევროპის საბჭოს პროექტი დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში, რომელიც ხორციელდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვითა და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

6-7 ოქტომბერი 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page