Back ევროპის საბჭო აგრძელებს გამომძიებლების უნარების გაძლიერებაზე მუშაობას დისკრიმინაციის საფუძველზე ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლის გაუმჯობესების მიზნით

ევროპის საბჭო აგრძელებს გამომძიებლების უნარების გაძლიერებაზე მუშაობას დისკრიმინაციის საფუძველზე ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლის გაუმჯობესების მიზნით

ევროპის საბჭო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში აგრძელებს ტრენინგების სერიას თემაზე „დისკრიმინაციის აკრძალვის, სიძულვილის ენისა და კონკრეტული დისკრიმინაციული ნიშნების საფუძველზე ჩადენილ დანაშაულთა გამოძიება“. ტრენინგების სერიის ფარგლებში ჩატარდა  კიდევ ერთი ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის.

 

ტრენინგებ ტარდება ევროპის საბჭოს ექსპერტების მიერ მომზადებულ სასწავლო მასალებზე დაყრდნობით, რომელიც  შედგება თეორიული და პრაქტიკული კომპონენტებისგან. სწავლება მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: დისკრიმინაცია, სიძულვილის ენა, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულები, შეუწყნარებლობის მოტივისა და გამოძიების ინდიკატორები.

 

ღონისძიება ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ქვეშ დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

28-29 აპრილი 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page