Back გრძელდება ტრენინგები თემაზე დისკრიმინაციისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში

გრძელდება ტრენინგები თემაზე დისკრიმინაციისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში

17-18 მაისს ევროპის საბჭომ ჩაატარა ორდღიანი ტრენინგი დისკრიმინაციისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის.

ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა დისკრიმინაციის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ძირითად პრინციპებზე მონაწილეების ცოდნის გაზრდა.

ოცდახუთამდე მონაწილემ მიიღო ინფორმაცია სიძულვილით მოტივირებული და მიკერძოებით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების, დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმების, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების, სისხლის სამართლებრივი დევნისა და განხორციელების საერთაშორისო და რეგიონალური ინსტრუმენტების შესახებ.

ღონისძიება ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა“ ფარგლებში, დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ქვეშ.

თბილისი 17-18 მაისი, 2019
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page