Back ევროპის საბჭო იწყებს კამპანიას „მე ვირჩევ თანასწორობას“

ევროპის საბჭო იწყებს კამპანიას „მე ვირჩევ თანასწორობას“

21 მარტს, რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში დაიწყო ცნობიერების ამაღლების კაპმანია „მე ვირჩევ თანასწორობას.“

კამპანია „მე ვირჩევ თანასწორობას“ მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მიერ გამოწვეული რისკების შესახებ, ინფორმაციის გავრცელებას მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის მნიშვნელობის შესახებ  და უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების ინფორმირებას სამართლებრივი მექანიზმების თაობაზე.

სხვადასხვა სახელმწიფო უწყებამ და არასამთავრობო ორგანიზაციამ  გამოუცხადა კამპანიას მხარდაჭერა. ღონისძიება გახსნეს კრისტიან ურსემ, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში; ლია გიგაურმა, სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში; ნინო ლომჯარიამ, სახალხო დამცველმა; ნათია მეზვრიშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ; ირინა ფრუიძემ, პარლამენტის წევრმა; ნათია ზედგენიძე-ჯიშკარიანმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინიტრის მოადგილემ; სულხან სალაძემ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, კოალიცია თანასწორობისთვის.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო გამოფენა „აღმოაჩინე მრავალფეროვნება, აღმოაჩინე ისტორია“, რომელიც მოიცავდა ფოტო სერიებს, ევროპელი მოგზაურებისა და მკვლევარების ჩანაწერებს საქართველოს მრავალფეროვნების შესახებ. ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყოს ვიდეოები თანასწორობასა და მრავალფეროვნების შესახებ. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დაეტოვებინათ თავიანთი მესიჯები თანასწორობის კედელზე.

პარტნიორები შემოუერთდნენ კამპანიას „მე ვირჩევ თანასწორობას“ თავიანთ ოფიციალური ფეისბუქ გვერდებზეც. 

ყველას შეუძლია შეურთდეს და მხარი დაუჭიროს კამპანიას „მე ვირჩევ თანასწორობას“. ამისთვის საჭიროა ფეისბუქ გვერდზე ატვირთოთ ფოტო ან ვიდეო, სადაც დაასრულებთ წინადადებას „მე ვირჩევ თანასწორობას, რადგან...“  და გამოიყენებთ  ჰეშთეგს #მევირჩევთანასწორობას

გაიგეთ მეტი კამპანიის შესახებ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/IChooseEquality/

კამპანია „მე ვირჩევ თანასწორობას“ ხორციელდება ევროპის საბჭოს პროექტის „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა“ ფარგლებში, დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით ევროპის საბჭოს 2016 – 2019 წწ სამოქმედო გეგმის ქვეშ.

თბილისი, საქართველო 21 მარტი 2019
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page