19-20 ივლისს ევროპის საბჭომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში დაასრულა ტრენინგების სერია თემაზე „დისკრიმინაციის აკრძალვის, სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციული ნიშნების საფუძველზე ჩადენილ დანაშაულთა გამოძიება“. ჩატარებული ტრენინგების სერიის შედეგად სამოცდაათი გამომძიებელი სრულყოფილად არის ინფორმირებული სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებისა და ეფექტიანი რეაგირების ადგილობრივ და საერთაშორისო სტანდარტებზე.
ტრენინგები ტარდება ევროპის საბჭოს ექსპერტების მიერ მომზადებულ სასწავლო მასალებზე დაყრდნობით, რომელიც შედგება თეორიული და პრაქტიკული კომპონენტებისგან. სწავლება მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: დისკრიმინაცია, სიძულვილის ენა, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულები, შეუწყნარებლობის მოტივისა და გამოძიების ინდიკატორები.
ღონისძიება ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის აქვეშ დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.