Back არჩევნები: ევროპის საბჭო საქართველოში ახალ საარჩევნო პროექტს იწყებს

არჩევნები: ევროპის საბჭო საქართველოში ახალ საარჩევნო პროექტს იწყებს

12 ივლისს საქართველოს 2016 წლის საპარლამენტო, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მხარდამჭერი ევროპის საბჭოს ახალი პროგრამის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტის ძირითადი მიზნებია საარჩევნო ადმინისტრაციისთვის დახმარების გაწევა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან თანამშრომლობა წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად და ადგილობრივი დამკვირვებლების მომზადება არჩევნების პროფესიული დაკვირვების კუთხით.

ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის ზრდის ხელის შეწყობის მიზნით პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმ გამოწვევებს, რომლებსაც ქალ კანდიდატები თუ არჩეულ პოლიტიკოსები აწყდებიან.

პროექტი ასევე მიმართულია ხელი შეუწყოს საარჩევნო უფლების გამოყენებას ცნობიერების გაზრდის გზით, მათ შორის ეროვნულ უმცირესობებსა და ახალგაზრდებში.

პროექტის სხვა მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს მედიის პლურალიზმის ხელის შეწყობა არჩევნების პროფესიულად გაშუქების მიზნით რეგიონული მედიისათვის დახმარების გაწევის გზით.

ღონისძიება გახსნეს ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ, და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ.

პროექტი ევროპის საბჭოს 2016-2019 სამოქმედო გეგმის ნაწილია.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page