დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში

ევროპის საბჭოს პროექტი „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ მიზანად ისახავს გამოცდილების გაზიარებას, შესაძლებლობების განვითარებას, ადვოკატირებასა და ცნობადობის ამაღლებას პოლიტიკის შემქმნელებში, სამართალდამცავ ორგანოებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის, რათა მათ შეძლონ:
- დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის შესახებ ეროვნული კანონმდებლობისა და მონიტორინგის მექანიზმების შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან (კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან, რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიასა და ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ევროპულ ჩარჩო კონვენციასთან);
- მათი ეფექტური განხორციელება
- საზოგადოების თვითშეგნების გაზრდა იმ კანონების შესახებ, რომელთაც წვლილი შეაქვთ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, მშვიდობისა და კეთილდღეობის განვითარებაში

თანასწორობის ელჩები მრავალფეროვნებასა და თანასწორობაზე ადგილობრივ ინიციატივებს გეგმავენ

პროექტი გაზრდის მოწყვლადი ჯგუფების შესაძლებლობებს, მათ შორის იმ ადამიანებისა, რომლებიც ეროვნულ უმცირესობებს წარმოადგენენ. შედეგად, ისინი შეძლებენ საკუთარი უფლებებით სრულად სარგებლობას და ასევე ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობას. პროექტი უზრუნველყოფს:
- ანტიდისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის შესახებ სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობის გადახედვის მხარდაჭერას რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის რეკომენდაციებისა და ევროპის საბჭოს სხვა სტანდარტების შესაბამისად;
- დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის შესახებ მონაცემთა შეგროვების მექანიზმის შექმნაში დახმარებას;
- ტრენინგების ჩატარებასა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ანტიდისრკიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის შესახებ კანონმდებლობასა და პოლიტიკაზე, ევროპის საბჭოს შესაბამისი სტანდარტებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თაობაზე მათი ეფექტიანი განხორციელებისთვის;
- ცნობიერების გაზრდას ადამიანის უფლებებისა და ანტიდისკრიმინაციის შესახებ და ასევე მათი დაცვის მნიშვნელობაზე დემოკრატიის, მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ქართულ საზოგადოებაში.

2018 წლის თებერვალი - 2021 წლის დეკემბერი

პროექტი განხორციელებულია დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ქვეშ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი;
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;
შინაგან საქმეთა სამინიტროს აკადემია;
არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ ეროვნული უმცირესობებათა, ლგბტ და სხვა დაუცველ ჯგუფების დისკრიმინაციისა და უფლებების საკითხებზე;

პროექტს ახორციელებს ევროპის საბჭოს ანტი-დისკრიმინაციის დეპარტამენტი (DG2) და ადამიანის უფლებათა დაცვისა და თანამშრომლობის დეპარტამენტი (DG1) ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისთან ერთად.
საკონტაქტო პირი:
საკანონმდებლო განხილვის, მონაცემთა შეგროვების, შესაძლებლობების განვითარებისა და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების შესახებ
- ნინო გობრონიძე
იურიდიული პროფესიის წარმომადგენლების შესაძლებლობების განვითარების შესახებ:
- გიორგი გიორგაძე




სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, სიძულვილის ენა და დისკრიმინაცია საქართველოში: საზოგადოების განწყობა და ინფორმირებულობა
