Back „სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, სიძულვილის ენა და დისკრიმინაცია საქართველოში: ცოდნა და დამოკიდებულება“ - კვლევის შედეგებს ევროპის საბჭო სამშაბათს წარადგენს

„სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, სიძულვილის ენა და დისკრიმინაცია საქართველოში: ცოდნა და დამოკიდებულება“ - კვლევის შედეგებს ევროპის საბჭო სამშაბათს წარადგენს

სამშაბათს, 15 თებერვალს, პროექტის „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ დახურვის ონლაინ ღონისძიებაზე, ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში პროექტის შედეგებს და კვლევის  „სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, სიძულვილის ენა და დისკრიმინაცია საქართველოში: ცოდნა და დამოკიდებულება“ ძირითად მიგნებებს წარადგენს.

პროექტის ოთხწლიანი მუშაობა მოკლემეტრაჟიან ვიდეოში იქნება შეჯამებული. პროექტის პარტნიორების, ევროპის საბჭოსა და დანიის თანამშრომლობის პროგრამის (DANEP)-ის წარმომადგენლები პარტნიორ ინსტიტუციების, საელჩოების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად განიხილავენ პროექტის ძირითად შედეგებს.

აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი იქნება საზოგადოების დამოკიდებულების კვლევა საქართველოში სიძულვილის ენის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისა და დისკრიმინაციის მიმართ, მათ შორის 2018 და 2021 წლების შედეგების შედარება. კვლევა ჩატარდა  CRRC საქართველოს მიერ.

კვლევაში წარმოდგენილია საზოგადოების აღქმისა და ინფორმირებულობის შეფასება ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა მრავალფეროვნება ქართულ საზოგადოებაში; უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებები; დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის გავრცელების მასშტაბები ქართულ საზოგადოებაში და მათი გავლენა კონკრეტულ ჯგუფებზე; დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ არსებული ეროვნული კანონმდებლობა; დარღვეული უფლებების აღმდგენი მექანიზმები და მათი ეფექტიანობაა; აღნიშნულ საკითხებზე სხვადასხვა აქტორის მუშაობა.

ღონისძიება ჩატარდება ონლაინ, სამშაბათს, 2022 წლის 15 თებერვალს, 14:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე. ქართულ-ინგლისური თარგმანი უზრუნველყოფილი იქნება. ღონისძიებაზე დასწრებით დაინტერესებულმა მედიამ უნდა მოითხოვოს ღონისძიების ბმული ქვემოთ მოცემული საკონტაქტო პირისგან.

საკონტაქტო პიროვნება: ნათია ქანთარია, ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში; ელ. ფოსტა:  [email protected]  

ღონისძიება ტარდება ევროპის საბჭოს პროექტის “დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვითა და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

თბილისი, საქართველო 14 თებერვალი, 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page