პროექტის შესახებ

პროექტი „დემოკრატია იწყება სკოლაში” ხორციელდება ევროპის საბჭოს მიერ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობითა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი წარმოადგენს ევროპის საბჭოს საქართველოსთვის სამოქმედო გეგმის ნაწილს (2024 – 2027 წწ.) და მიზნად ისახავს ახალგაზრდების მონაწილეობის გაზრდას სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში სკოლასა და ადგილობრივ თემში გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსწავლეების მონაწილეობის მხარდაჭერით. პროექტის პირველი ფაზის მიღწევებზე დაყრდნობით, მეორე ფაზა ფოკუსირებული იქნება სკოლის მონაწილეობითი მმართველობის ხელშეწყობაზე და დემოკრატიული სკოლის კულტურის გაძლიერებაზე ეროვნული პრიორიტეტებისა და ევროპის საბჭოს სტანდარტების შესაბამისად.

  პროექტის ბიუჯეტი: 1 500 000 ევრო

 პროექტის ხანგრძლივობა: 1 იანვარი 2024 - 31 დეკემბერი 2027

 პროექტის დემოკრატია იწყება სკოლაში - მოსწავლეთა ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში სკოლასა და ადგილობრივ თემში მეორე ფაზა

მეთოდოლოგია

პროექტი განახორციელებს რიგ ღნისძიებებს სკოლის მართვის უფრო მონაწილეობითი მოდელისა და სკოლის დემოკრატიული კულტურის უზრუნველსაყოფად:

  • განათლების პროფესიონალებისთვის კომპეტენციების განვითარების შესაძლებლობების შექმნა დემოკრატიული კულტურის, დემოკრატიული სკოლის მართვისა და საერთო სასკოლო მიდგომის სფეროში.
  • რესურსების შემუშავება დემოკრატიული სკოლის მართვისა და მონაწილეობითი კულტურის ხელშესაწყობად.
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაფინანსება სასკოლო და სათემო პროექტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის არაფორმალური განათლების შესაძლებლობების მხარდასაჭერად.
  • დემოკრატიული სკოლების ქსელის გაძლიერების, ცოდნის გაზიარებისა და თანატოლთა სწავლის შესაძლებლობების შექმნის ხელშეწყობა
  • ციფრული რესურსებისა და ინსტრუმენტების შემუშავების მეშვეობით გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსწავლეთა ჩართვა.

პროექტის პარტნიორები და ბენეფიციარები

  • სკოლის მოსწავლეები
  • სკოლის ადმინისტრაცია
  • მასწავლებლები
  • მშობლები
  • თემის წევრები

პროექტის მიზნები

  • განათლების გადაწყვეტილების მიმღებები და პროფესიონალები მხარს უჭერენ სკოლის მონაწილეობით მართვას და დემოკრატიულ კულტურას.
  • სასკოლო საზოგადოების წევრები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ხელს უწყობენ სკოლის მოსწავლეების მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge