Back ტენდერი განათლების მიმართულებით საერთაშორისო საკონსულტაციო მომსახურების მიღების მიზნით

ტენდერი განათლების მიმართულებით საერთაშორისო საკონსულტაციო მომსახურების მიღების მიზნით

პროექტის „დემოკრატია იწყება სკოლაში“ (ფაზა II) ფარგლებში, ევროპის საბჭო აცხადებს ტენდერს საერთაშორისო საკონსულტაციო მომსახურების მიღების მიზნით. ტენდერის მიზანია შეიქმნას საერთაშორისო კონსულტანტთა ბაზა, რომლითაც პროექტი  კონკრეტულ საჭიროებაზე დაყრდნობით ისარგებლებს. საკონსულტაციო მომსახურებამ უნდა დაფაროს შემდეგი თემები: განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისთვის, ადამიანის უფლებათა სწავლება,  კომპეტენციებზე დაფუძნებული სამოქალაქო განათლება, დემოკრატიული სასკოლო მმართველობა.

ტენდერში მონაწილეობის პირობები და სხვა საჭირო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ სატენდერო ფაილსა და სახელშეკრულებო ფორმაში:

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 11 მარტი, 18:00 CET (GMT+1). ყველა განაცხადი და დამხმარე საბუთი უნდა გაიგზავნოს მხოლოდ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected]. გთხოვთ, განსაკუთრებული ყურადღებით გაეცნოთ ტენდერის წესებს. არასრული აპლიკაცია ავტომატურად გამოირიცხება ტენდერიდან.

მიმდინარე ტენდერის შესახებ კითხვების გაგზავნა შესაძლებელია ინგლისურ ენაზე განაცხადის შემოტანის ბოლო ვადამდე არაუგვიანეს 5 დღით ადრე შემდეგ მისამართზე [email protected]

თბილისი, საქართველო 16 თებერვალი, 2024 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge