Back ტრენინგების სერია მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და მედიაში კულტურული სტერეოტიპების დაძლევის შესახებ

ტრენინგების სერია მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და მედიაში კულტურული სტერეოტიპების დაძლევის შესახებ

ევროპის კავშირის მიერ დაფინანსებული „მედიის თავისუფლების, პროფესიონალიზმისა და პლურალიზმის გაძლიერება“ და „ინტერნეტ თავისუფლების დაცვა კანონმდებლობისა და დაინტრესებულ მხარეებისათვის დიალოგის ხელშეწყობის დახმარებით“ პროექტების ფარგლებში ევროპის საბჭო სტუდენტებისა და ჟურნალისტებისათვის ორგანიზებას უწევს ტრენინგების სერიას თემაზე მომხმარებელთა უფლებების დაცვა და მედიაში კულტურული სტერეოტიპების დაძლევა.

ტრენგინგის ფარგლებში ევროპის საბჭოს ექსპერტები მიმოიხილავენ ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ინტერნეტ მომხარებელთა უფლებების დაცვას, მათ შორის სასამართლოში მიმართვის შესაძლებლობებს. ტრენინგის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ გაეცნონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეეხება ონლაინ მედიის ოპერატორების პასუხსიმგებლობას და ინტერნეტზე წვდომის საკითხებს. ეთიკური სტანდარტების გაძლიერების მექანიზმების შესწავლა კი დამატებით დაეხმარება მონაწილეებს თავიდან აიცილონ კულტურული სტერეოტიპები მედიის საქმიანობისას.

ღონისძიება ორგანიზებულია ევროპის კავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტების „მედიის თავისუფლების, პროფესიონალიზმისა და პლურალიზმის გაძლიერების“ და „ინტერნეტ თავისუფლების დაცვა კანონმდებლობისა და დაინტრესებულ მხარეებისათვის დიალოგის ხელშეწყობის დახმარებით“ ფარგლებში. პროექტების იმპლემენტაცია 2015 წლის იანვარში დაიწყო და მთავარი მიზანია მედიის თავისუფლების, დამოუკიდებლობის, პლურალიზმისა და მრავალფეროვნების გაძლიერება ასევე ევროპის საბჭოს ინტერნეტ მმართველობისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტების, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესაბამისი პრეცედენტული სამართლის შესახებ ხელისუფლების შტოების  ცოდნის ამაღლებას.

20-23 აპრილი 2017
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page