Back ტრენინგი პროკურორებისთვის - ნაფიც მსაჯულთა სასამართლო

ტრენინგი პროკურორებისთვის - ნაფიც მსაჯულთა სასამართლო

ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის მიერ ქართული მართლმსაჯულებისთვის ნაფიც მსაჯულთა სისტემის გაცნობისა და დამკვიდრების განგრძობადი მხარდაჭერის ფარგლებში 20-21 ივნისს ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი “ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს” შესახებ.

ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა პროკურორების ცნობიერების გაზრდა ისეთ საკითხებზე როგორიცაა საპროცესო შეთანხმება, ირიბი ჩვენება და დაუსწრებელი მოწმის წინასწარი ჩვენება, ორმაგი დასჯის აკრძალვა, ნაფიცი მსაჯული როგორც მოსამართლე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით და დასაბუთებული გადაწყვეტილებები.

ტრენინგი ჩატარდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებისთვის განკუთვნილი პროგრამული თანამშრომლობის ფორმატში.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page