Back იუსტიციის მსმენელთა XIII ჯგუფის სასწავლო ვიზიტი ქ. სტრასბურგში

იუსტიციის მსმენელთა XIII ჯგუფის სასწავლო ვიზიტი ქ. სტრასბურგში

2017 წლის 25-26 აპრილს, ქ. სტრასბურგში განხორციელდა იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა მე-13 ჯგუფის სასწავლო ვიზიტი.

სასწავლო ვიზიტი მიზნად ისახავდა იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელებისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქართველოს წინააღმდეგ არსებული, ბოლოდროინდელ პრეცედენტულ სამართლის, ასევე ევროპის საბჭოს ინსტიტუტებისა და ორგანოების საქმიანობის შესახებ დეტალური და სიღრმისეული ინფორმაციის მიწოდებას.

ვიზიტის დროს შედგა შეხვედრები მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ), ტრეფიკინგის წინააღმდეგ მიმართულ ზომებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის (GRETA), მონიტორინგისა და ადამიანის უფლებათა დაცვის დირექტორატის, წამების აღკვეთის ევროპული კომიტეტის (CPT) და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისრის ოფისის წარმომადგენლებთან.  

სასწავლო ვიზიტის შედეგად მომავალი მოსამართლეები უკეთ შეძლებენ ევროპული პრეცედენტული სამართლის გამოყენებას მათ ყოველდღიურ საქმიანობაში.

ღონისძიება განხორციელდა ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის - “საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან” ფარგლებში, რომელიც არის „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ პროგრამის ნაწილი.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page