Back იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება: საპილოტე ტრენინგი კორუფციული დანაშაულის ეფექტიან სასამართლო განხილვაზე

იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება: საპილოტე ტრენინგი კორუფციული დანაშაულის ეფექტიან სასამართლო განხილვაზე

18-19 მაისს, კახეთში იუსტიციის უმაღლესი სკოლის ქართველმა ტრენერებმა საპილოტე ტრენინგის საშუალებით დაასრულეს სწავლება კორუფციული დანაშაულის ეფექტიან სასამართლო განხილვაზე. აღნიშნული წარმოადგენდა აპრილში ჩატარებული ტრენერთა ტრენინგის  შემდგომ ეტაპს. საპილოტე ტრენინგს ასევე ესწრებოდა ევროპის საბჭოს ექსპერტი, ბ-ნ პოლ გარლიკი.   

შედეგად, იუსტიციის უმაღლესი სკოლის თექვსმეტმა მოსამართლე-ტრენერმა შეიძინა და გაიუმჯობესა ცოდნა აღნიშნულ სფეროში ეროვნულ და საერთაშორისო საკანონმდებლო ჩარჩოს შესახებ, ასევე აიმაღლა ცნობიერება კორუფციული დანაშაულის საქმეების თავისებურებებთან დაკავშირებით. საერთაშორისო და ქართული კაზუსების განხილვით, მონაწილეებმა განსაზღვრეს ის გამოწვევები რომლებიც მათ ხვდებათ საქმის განხილვისას ფარული აგენტის განცხადებებისა და მათი მტკიცებულებითი ღირებულების კუთხით. ტრენინგის დროს ასევე განხილული იქნა ფარული ქმედებების სამართლიანობა და მათი შედეგები.   

ამ ტრენინგის ციკლის შედეგად, იუსტიციის უმაღლეს სკოლას მომავალში ექნება შესაძლებლობა  თავად ჩაატაროს კორუფციული საქმეების ეფექტიან სასამართლო განხილვაზე ტრენინგები მოსამართლეებისთვის.

აღნიშნული ღონისძიება ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს პროექტის „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერების“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ბულგარეთის, ლიხტენშტეინის, ნორვეგიის, სლოვაკეთის და შვედეთის მიერ განხორციელებული შემოწირულობებით, საქართველო-ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის ქვეშ.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page