Back სტეფანო დომინიონი კულტურული მარშრუტების შესახებ ფორუმზე „კულტურათა კავშირი - საქართველოსა და ევროპის შემოქმედებითი მომავლის განვითარება“

სტეფანო დომინიონი კულტურული მარშრუტების შესახებ ფორუმზე „კულტურათა კავშირი - საქართველოსა და ევროპის შემოქმედებითი მომავლის განვითარება“

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით მასშტაბური პროექტი „საქართველო, ევროპა“ დაიწყო.

6-7 მაისს, სასტუმროში შერატონ მეტეხი პალასი ორდღიანი საერთაშორისო ფორუმი - „კულტურათა კავშირი - საქართველოსა და ევროპის შემოქმედებითი მომავლის განვითარება“ გაიმართა. ღონისძიება გახსნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა და UNESCO-ს მშვიდობის არტისტმა ელისო ბოლქვაძემ.

სხვა ქართველ და ევროპელ მომხსენებლებთან ერთად აუდიტორიის წინაშე წარდგა ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების გაფართოებული წილობრივი შეთანხმების აღმასრულებელი მდივანი და კულტურული მარშრუტების ევროპული ინსტიტუტის დირექტორი სტეფანო დომინიონი. მან ვრცლად ისაუბრა კულტურული მარშრუტების მნიშვნელობაზე, როგორც ევროპის კულტურული მემკვიდრეობისა და ევროპელი ხალხის დამაკავშირებელ ინსტრუმენტზე; ასევე აღნიშნა საქართველოს როლი პროგრამის განვითარებისათვისა. ბატონმა დომინიონიმ მიულოცა ქართულ აუდიტორიას საქართველოს კულტურული მარშრუტების პირველი ეროვნული კვლევის წარმატებით დასრულება.

ფორუმმა უმასპინძლა ევროპის საბჭოს კამპანიის „მე ვირჩევ თანასწორობას“ გამოფენას „აღმოაჩინე მრავალფეროვნება, აღმოაჩინე ისტორია.“ გამოფენა მოიცავავდა ევროპელი მოგზაურების ჩანაწერებსა და უნიკალურ, ისტორიულ ფოტოებს საქართველოს მრავალფეროვნების შესახებ.

ფორუმი შეაჯამა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ბატონმა ლევან ხარატიშვილმა. მან მადლობა გადაუხადა ღონისძიებაში მონაწილე მხარეებს თანამშრომლობისათვის და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს კულტურათაშორის დიალოგის.

7 მაისი, 2019
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page