Back შეხვედრები ადვოკატებთან პროფესიული ეთიკის საკითხებზე

შეხვედრები ადვოკატებთან პროფესიული ეთიკის საკითხებზე

საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის მხარდაჭერით საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ორგანიზებას უწევს შეხვედრებს ადვოკატებთან პროფესიული ეთიკის საკთხებზე. შეხვედრებზე ასოციაციის ეთიკის კომისიის წარმომადგენლები და პრაქტიკოსი ადვოკატები იხილავენ ეთიკის კოდექსს, ეთიკის კომისიის რეკომენდაციებს, კონფიდენციალური კონსულტაციის მექანიზმის საქმიანობას და პროფესიულ ეთიკასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

აღნიშნული ინიციატივა აგრძელებს საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის მიერ გასულ წლებში გაწეულ სამუშაოს ადვოკატთა პროფესიული ეთიკის გაუმჯობესების მიმართულებით. განხორციელებული პროექტის „ადვოკატის პროფესიის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში ევროპუის საბჭომ გამოსცა ეთიკის კომისიის რეკომენდაციებზე დაფუძნებული ხსახელმძღვანელო, შეიმუშავა ეთიკის კომისიის ელექტრონული საქმისწარმოების სისტემა და რეკომენდაციები კომისიის კონფიდენციალური კონსულტაციის მექანიზმის საქმიანობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებთ.

საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის მხარდაჭერით, ადვოკატთა ასოციაცია 2022 წლის მაისში და ივნისში გეგმავს 7 შეხვედრის ორგანიზებას რუსთავში, ბორჯომში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში და თბილისში. ჯამურად შეხვედრების ფარგლებში დაგეგმილია 300-მდე ადვოკატთან პირდაპირი კომუნიკაცია.

პროექტი “იურიდიული დახმარების სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება მარგინალიზებული მოსახლეობისთვის”  ხორციელდება ნორვეგიის, შვედეთის, დანიის, გერმანიის, ლუქსემბურგის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, ლიხტენშტაინის და ლატვიის მხარდაჭერით.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page