Back სამუშაო შეხვედრას სახალხო დამცველის წარმომადგენლებისთვის

სამუშაო შეხვედრას სახალხო დამცველის წარმომადგენლებისთვის

22 დეკემბერს, ევროპის საბჭოს პროექტმა „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში“ უმასპინძლა ონლაინ სამუშაო შეხვედრას სახალხო დამცველის წარმომადგენლებისთვის. შეხვედრისას ევროპის საბჭოს საერთაშორისო კონსულტანტმა დოქტორ მონიკა სმუშ კულეშამ ისაუბრა ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების როლზე ევროპის სოციალური ქარტიის განხორციელებასა და ხელშეწყობაში. სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, განვიხილეთ ევროპის სოციალური ქარტიის მონიტორინგის პროცედურები, კერძოდ, ანგარიშგების და კოლექტიური საჩივრების პროცედურა, რათა გაიზარდოს სახალხო დამცველის აპარატის შესაძლებლობები ევროპის სოციალური ქარტიის ანგარიშგების პრაქტიკაში და ხელი შეუწყოს დამატებითი პროტოკოლის მიღებას კოლექტიურ საჩივრების სისტემასთან დაკავშირებით (1995). ქალბატონმა სმუშ-კულეშამ ასევე განიხილა ევროპის სოციალური ქარტიის 22-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურა „მიუღებელი დებულებების“ შესახებ. აღსანიშნავია ასევე რომ შეხვედრისას ვისაუბრეთ იმ პროცედურებსა და საჭიროებებზე, რომლის ფარგლებშიც სახალხო დამცველს ექნება შესაძლებლობა სოციალურ უფლებათა ევროპულ კომიტეტს წარუდგინოს დამატებითი ინფორმაცია მე-3 თემატურ ჯგუფთან დაკავშირებით - „შრომის უფლებები“. სამუშაო შეხვედრის შედეგად, მონაწილეებმა გაიუმჯობესეს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება ევროპის სოციალური ქარტიის შესახებ. მათ აღნიშნეს რომ მიღებულ ცოდნას საჭიროებისამებრ გამოიყენებენ საქმიანობაში.

ღონისძიება ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტის „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი წარმოადგენს საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ სამოქმედო გეგმის ნაწილს.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page