Back დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის და დროებითი მოთავსების დაწესებულებების მენეჯერების ტრენინგი ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის (ECHR ) მე-3 მუხლის შესრულებაში

დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის და დროებითი მოთავსების დაწესებულებების მენეჯერების ტრენინგი ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის (ECHR ) მე-3 მუხლის შესრულებაში

2021 წლის დეკემბერში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის (TDD) და დროებითი მოთავსების იზოლატორების (TDI) 30 მენეჯერი დაესწრო 2 დღიან ტრენინგს ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის განხორციელებასთან დაკავშირებით.

ტრენინგის მიზანი იყო ზემოთ აღნიშნული მენეჯერების მხარდაჭერა დროებითი მოთავსების დაწესებულებებში წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისა და დასჯისგან დაცვის მოვალეობის შესრულებაში. 1-2 და 15-16 დეკემბერს გამართული ტრენინგების შემდეგ, მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა დაკავებულ პირთა მოპყრობის სტანდარტების მიმართულებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის შესახებ. 

ღონისძიება ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის „ადამიანის უფლებების დაცვით საპოლიციო ზომების გატარება საქართველოში" ფარგლებში, რომელიც შექმნილია ეფექტიანი საპოლიციო ზომების, ადამიანის უფლებათა სტანდარტების შესაბამისად გატარებისთვის; დაკავებული პირების უფლებების და პოლიციის მიერ მათი მოპყრობის გაუმჯობესებისთვის; არასრულწლოვან მსხვერპლთა და დამნაშავეთა მოპყრობის შესახებ; პოლიციის მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ეფექტიანად გამოძიებისა და პოლიციის მხრიდან არასათანადო ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი საშუალებებისთვის.

ვმუშაობთ ერთად ადამიანის უფლებების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის მხარდასაჭერად.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page