Back საქართველოს მოსამართლეები იღრმავებენ ცოდნას დისკრიმინაციასთან ბრძოლის ევროპულ სტანდარტებზე

საქართველოს მოსამართლეები იღრმავებენ ცოდნას დისკრიმინაციასთან ბრძოლის ევროპულ სტანდარტებზე

ევროპის საბჭო აგრძელებს ტრენინგების სერიებს იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებისთვის დისკრიმინაციასთან ბრძოლის ევროპულ სტანდარტებზე. 2017 წლის 27-28 აპრილს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი მოსამართლეებისთვის დისკრიმინაციასთან ბრძოლის ევროპულ სტანდარტებზე.

ტრენინგის შედეგად მოსამართლეებმა გაიღრმავეს ცოდნა და უნარები ანტიდისკრიმინაციის ევროპულ და ადგილობრივ სტანდარტებზე. ღონისძიებაზე მონაწილეებმა განიხილეს დისკრიმინაციის სახეები, დისკრიმინაციის საფუძვლები, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი და ქართულ კანონმდებლობაში არსებული პრაქტიკა.

ტრენინგი ჩატარდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“ ფარგლებში, რომელიც არის „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ პროგრამის ნაწილი.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page