Back მონაცემთა შეგროვების გაუმჯობესების მიზნით შემუშავდა სამომავლო ნაბიჯები

მონაცემთა შეგროვების გაუმჯობესების მიზნით შემუშავდა სამომავლო ნაბიჯები

ევროპის საბჭომ ჩაატარა სამუშაო შეხვედრა დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის შესახებ მონაცემთა შეგროვების თემაზე. შეხვედრის მიზანი იყო ერთიანი მეთოდოლოგიის შემუშავებისთვის სამომავლო ნაბიჯების განსაზღვრა.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, სახალხო დამცველისა, სასამართლოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ასევე მონაწილეობდნენ ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ სასწავლო ვიზიტებში მონაცემთა შეგროვების შესახებ.

შეხვედრის ბოლოს, პარტნიორებმა დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის შესახებ ერთიანი მონაცემთა შეგროვების განხორციელების კუთხით არსებული გამოწვევების საპასუხოდ ერთობლივი სამომავლო ნაბიჯები შეიმუშავეს.

სამუშაოები სტატისტიკური მონაცემების გაუმჯობესების შესახებ ევროპის საბჭოს სტანდარტებთან დაახლოებისა და პრაქტიკის გაზიარების მიზნით დაიწყო 2018 წლის სექტემბერში. იგი ითვალისწინებს რეკომენდაციებისა და სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებას და შესაძლებლობების გაძლიერებას.

ამ პროცესს მხარს უჭერს ევროპის საბჭოს პროექტი დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში, რომელიც ხორციელდება საქართველოში 2016-2019 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვითა და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page