Back შემდეგი ნაბიჯები იუსტიციის უმაღლესი სკოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად

შემდეგი ნაბიჯები იუსტიციის უმაღლესი სკოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად

ევროპის საბჭოს ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტებმა იუსტიციის უმაღლესი სკოლისთვის შეიმუშავეს საჭიროებების შეფასების დოკუმენტი, რომელიც მოიცავს მსმენელების მოსამზადებელ კურსსა და განგრძობად ტრენინგ პროგრამებს, სკოლის საკანონმდებლო ჩარჩოს და მართვის რეგულაციებს, კომუნიკაციას, საქართველოს უმაღლესი იურიდიული განათლების როლისა და პროგრამების შესწავლას სკოლის სასწავლო პროგრამასთან მიმართებით.

აღნიშნულ დოკუმენტს 19-20 ივლისს ორდღიან სამუშაო შეხვედრაზე გაეცნენ იუსტიციის უმაღლესი სკოლის მენეჯმენტი და თანამშრომლები. შეხვედრას დოკუმენტზე მომუშავე ექსპერტებიც ესწრებოდნენ. დოკუმენტის საფუძველია CRRC საქართველოს მიერ მომზადებული კვლევა, რომელიც ეყრდნობა ონლაინ გამოკითხვით, ფოკუს ჯგუფებისა და თვისებრივი ინტერვიუებისგან მიღებულ შედეგებს. კვლევაში მონაწილეობდნენ სკოლის შიდა და გარე სამიზნე ჯგუფები, როგორიცაა სკოლის მენეჯმენტი და თანამშრომლები, დამოუკიდებელი საბჭო, მასწავლებელთა საბჭო, მოსამართლეები, დამოუკიდებელი მსმენელები, ადვოკატები და პროკურორები.

მოცემული ანგარიში იქნება ძირითადი საფუძველი იუსტიციის უმაღლესი სკოლის 5 წლიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის.

ღონისძიება გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის - „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ - ფარგლებში, რომელიც ფინანსდება ბულგარეთის, ლიხტენშტეინის სამეფოს, ლიეტუვის რესპუბლიკის, ლატვიის, ნორვეგიის, სლოვაკეთის რესპუბლიკისა და შვედეთის კეთილი ნების შემოწირულობებით, რისი მიზანიცაა ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება.

ყაზბეგი, საქართველო 19-20 ივლისი, 2019
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page