Back ევროპის საბჭო და ევროპის კავშირი განაგრძობენ ქართველი პროკურორებისა და გამომძიებლების მხარდაჭერას ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში მათი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით

ევროპის საბჭო და ევროპის კავშირი განაგრძობენ ქართველი პროკურორებისა და გამომძიებლების მხარდაჭერას  ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში მათი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით

2018 წლის 28-29 ივნისს თბილისში ტარდება ტრეინინგი თემაზე „იურიდიული პირის პასუხისმგებლობა“. ტრეინინგი წარმოადგენს 2015 და 2016 წლებში იმავე თემაზე ჩატარებული ტრეინინგების გაგრძელებასა და საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის შემადგენელ ნაწილს. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში მომზადდა  „საქართველოში იურიდიული პირის პასუხისმგებლობის შესახებ“ სახელმძღვანელო.

დოკუმენტი შემუშავდა გზამკვლევისა და რეკომენდაციის სახით საქართველოში მოქმედი პრაქტიკოსი პროკურორებისა და გამომძებლებისათვის ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს ეფექტიანი აღსრულების ხელშეწყობის მიზნით. სახელმძღვანელო შეიცავს კომენტარებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამის დებულებებზე.

ტრეინინგის პროგრამა მომზადდა ქართველი პროკურორებისა და გამომძიებლების მიერ წარმოდგენილი საკითხების საფუძველზე. შესაბამისად, შეხვედრის დროს მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ევროპის საბჭოს ექსპერტთან ერთად განიხილონ  ისეთი საკითხები როგორებიცაა,  იურიდიული პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება (სხვადასხვა მიდგომები), კორპორატიული სისხლისამართლებრივი პასუხიმგებლობის გამოძიების მექანიზმები, კორპორატიული რისკის მართვა, სანქციების და სასჯელის დაწესების პრაქტიკა, მორიგების პროცედურები, იურიდიულ პირზე დაკისრებული პასუხისმგებლობის მემკვიდრეობითობა, იურიდიული პირების პასუხისმგებლობა სუპრანაციონალურ დონეზე.

ტრეინინგს ესწრებიან საქართველოს მთავარი პროკურატურისა და  ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან მოწვეული პროკურორები და გამომიმძიებლები.

თბილისი, საქართველო 28-29 ივნისი 2018
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page