საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება

პროექტის ხანგრძლივობა
1 ივლისი, 2015 წელი - 31 დეკემბერი, 2018 წელი
პარტნიორები
იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს პროკურატურა, საქართველოს უზენაესი სასამართლო, თბილისის საქალაქო სასამართლო, რაიონული სასამართლოები, იუსტიციის უმაღლესი სკოლა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია
ვინ მიიღებს სარგებელს?
- საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სარგებელს მიიღებენ უფლებების გათანაბრებითა და ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესებული სისტემით;
- საქართველოში მოღვაწე მოსამართლეები, პროკურორები და ადვოკატები, რომლებსაც მიეცემათ შესაძლებლობა რომ გამოიყენონ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია მათ ყოველდღიურ საქმიანობაში;
- პოლიტიკაში ჩართული გადაწყვეტილების მიმღები პირები.
როგორ იმუშავებს პროექტი?
- ორმხრივი მუშაობითა და გამოცდილების მრავალმხრივ გაზიარებით;
- განსაკუთრებული აქცენტითა და მიდგომით საერთო საკითხებზე;
- შესაძლებლობების გაძლიერების ინსტრუმენტებსა და ექსპერტიზაზე ყურადღების გამახვილებით.
პროექტის საქმიანობები
- რეფორმებისა და სამართლებრივი ექსპერტიზისთვის რეკომენდაციების შემუშავება;
- სასწავლო ვიზიტები, ტრენინგები, სამუშაო შეხვედრები, კონფერენციები;
- შესაბამისი მასალის თარგმნა ქართულ ენაზე.



