Back

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების საძიებო სისტემის (HUDOC) ქართულენოვანი ვერსიის პრეზენტაცია

20 დეკემბერი 2018
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
  • Imprimer en PDF
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების საძიებო სისტემის (HUDOC) ქართულენოვანი ვერსიის პრეზენტაცია

ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ორგანიზებით, საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების საძიებო სისტემის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა სისტემის ქართულენოვანი ვერსიის პრეზენტაცია.

შეხვედრა გახსნეს კრისტიან ურსემ, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში, მზია თოდუამ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, მიხეილ სარჯველაძემ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ და კარმენ მორტე-გომეზმა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სამმართველოს ხელმძღვანელმა.

HUDOC-ის მონაცემთა ბაზა მოიცავს 26,400 საქმის თარგმანს 31 ენაზე, ქართული ენის ჩათვლით. ქართულენოვანი ინტერფეისი იფუნქციონირებს უკვე არსებულ ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ, თურქულ და ესპანურ ვერსიებთან ერთად.

მონაცემთა ბაზა შეიქმნა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში საქართველოს უზენაეს სასამართლოს, იუსტიციის სამინისტროსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შორის გაფორმებული მემორანდუმის შედეგად.

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს სასამართლო რეფორმის მხარდამჭერი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეები, პრკურორები, ადვოკატები, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენების გაძლიერება“, რომელიც ხორციელდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის ფარგლებში.