მონაწილეობითი და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ადგილობრივი დემოკრატიის ხელშეწყობა საქართველოში
პროექტის შესახებ
პროექტი „მონაწილეობითი და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ადგილობრივი დემოკრატიის ხელშეწყობა საქართველოში“ მიზნად ისახავს მონაწილეობითი და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებისა და ეფექტიანი დეცენტრალიზაციის საშუალებით ადგილობრივ დონეზე საქართველოს მოსახლეობამ გაუმჯობესებული საჯარო მომსახურებითა და გაზრდილი საზოგადოებრივი ჩართულობით ისარგებლოს.
პროექტი ხელს უწყობს ადგილობრივ ხელისუფლებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნულ ასოციაციასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, უფრო აქტიურად ჩართონ მოქალაქეები ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ეს გულისხმობს როგორც უკვე არსებული მონაწილეობის ფორმების გამოყენებას, ასევე ახალი სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმების პილოტირებასა და ინსტიტუციონალიზაციას და მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებული ადგილობრივი პოლიტიკის განვითარებას. გარდა ამისა, პროექტი ხელს შეუწყობს დეცენტრალიზაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდას, რათა უზრუნველყოფილ იქნას რეფორმის პროცესში მონაწილეობითი და ადამიანის უფლებების პრინციპების დანერგვა. აგრეთვე, პროექტი გააძლიერებს ადგილობრივი ხელისუფლებისა და ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლებს, რათა დაიცვან ადამიანის უფლებები, გადაწყვეტილების მიღების პროცესში გამოიყენონ ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა, ჩაერთონ დიალოგში ახალგაზრდებთან და ნაკლებად წარმოდგენილ ჯგუფებთან და გაითვალისწინონ გარემოს დაცვის საკითხები.
მტკიცებულებებზე დაფუძნებული და მონაწილეობითი გადაწყვეტილებების მიღების მიზნით, პროექტში ასევე გათვალისწინებულია გენდერული მეინსტრიმინგის, გარემოს დაცვის, ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების, კონკრეტულად კი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ჩართულობისა და მონაცემთა ეფექტიანად შეგროვების პრინციპები.
პროექტი ხელს უწყობს შემდეგი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას: 5 (გენდერული თანასწორობა), 10 (შემცირებული უთანასწორობა), 11 (მდგრადი ქალაქები და დასახლებები), 16 (მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები) და 17 (თანამშრომლობა მიზნების მისაღწევად), რაც გაწერილია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2030 წლის მდგრადი განვითარების სტრატეგიაში.
პროექტი ხორციელდება ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის მიერ, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საერთაშორისო პარტნიორობა ავსტრიის ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის ბიუჯეტი: EUR 3 500 000. პროექტის ხორციელდება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საერთაშორისო პარტნიორობა ავსტრიის ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის ხანგრძლივობა: 3 ოქტომბრი 2024 - 31 დეკემბრი 2027
მეთოდოლოგია
პროექტის განხორციელება ეყრდნობა პროექტის შედეგებზე გაზიარებულ პასუხისმგებლობას, ადგილობრივ დონეზე მხარეებს შორისა და ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის ხელშეწყობას საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარების გზით. დაგეგმილი ღონისძიებები მიზნად ისახავს ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეფექტიანი, დაბალანსებული და ინკლუზიური სამოქალაქო მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობებისა და ასოციაციის ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას, რათა წვლილი შეიტანონ ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების დაცვასა და ეროვნული კანონმდებლობის ევროპული სტანდარტების შესაბამისად შემუშავების პროცესში. პროექტის ღონისძიებები, რომლებიც საქართველოს შერჩეულ მუნიციპალიტეტებში განხორციელდება, მოიცავს კასკადურ ტრენინგებს, ექსპერტულ მხარდაჭერას, დაინტერესებულ პირთა შორის თანამშრომლობის გაძლიერებასა და გამოცდილების გაცვლას, საჯარო ღონისძიებებს, ასევე ადგილობრივ ინიციატივებსა და სხვადასხვა პარტნიორობის მხარდაჭერას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქალების, ახალგაზრდებისა და მოწყვლადი ჯგუფების მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესებში.
პროექტის მეთოდოლოგია ეფუძნება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასა და სტანდარტებს, როგორიცაა ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტია და მისი დამატებითი პროტოკოლი ადგილობრივი ხელისუფლების საკითხებში მონაწილეობის უფლების შესახებ, კარგი მმართველობის 12 პრინციპი, განახლებული სამოქალაქო ჩართულობის კარგი პრაქტიკის კოდექსი, მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია CM/Rec(2018)4 ადგილობრივ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ, სახელმძღვანელო პრინციპები პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ და მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია CM/Rec(2023)6 წევრი ქვეყნებისთვის სათათბირო დემოკრატიის შესახებ. პროექტი თანხმობაშია რეიკიავიკის დემოკრატიის პრინციპებთან, რომელიც მიიღეს ევროპის საბჭოს მთავრობისა და სახელმწიფოების მეთაურების მე-4 სამიტზე (2023 წლის 16-17 მაისი) და ასევე ეხმიანება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობის დროს დასახულ პრიორიტეტებს (2019 წლის ნოემბერი - 2020 წლის მაისი), მათ შორის ჯანსაღ გარემოზე უფლების ადამიანის უფლებად აღიარებას. აგრეთვე, პროექტი შეესაბამება კონგრესის პრიორიტეტებს და მის თემატურ და მონიტორინგის შედეგად მიღებულ რეკომენდაციებს.
პროექტის პარტნიორები და ბენეფიციარები
- ადგილობრივი თვითმმართველობები და ეროვნული ასოციაცია
- სამოქალაქო საზოგადოება და სათემო ორგანიზაციები
- მოსახლეობის ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფები, მათ შორის ქალები, ახალგაზრდები და მოწყვლადი ჯგუფები (უმცირესობები, დევნილები და სხვა.)
პროექტის მიზნები
- მარეგულირებელი ჩარჩო და ინსტიტუციური მოწყობა შესაძლებელს ხდის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა აქტიურ და ეფექტიან მონაწილეობას.
- ადგილობრივი ხელისუფლება და სამოქალაქო საზოგადოება აქტიურად იყენებს მონაწილეობით მექანიზმებს, რაც გამოიხატება გაზრდილი ცნობიერებითა და მზაობით ითანამშრომლონ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
- ცენტრალური ხელისუფლება დეცენტრალიზაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მონაწილეობით მიდგომას იყენებს.
- ადგილობრივი ხელისუფლება ეფექტიანად ახორციელებს გენდერულად მგრძნობიარე და ინკლუზიურ ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს ადამიანის უფლებათა დაცვასა და გენდერულ თანასწორობას, მხარს უჭერს ნაკლებად წარმოდგენილ ჯგუფებს და აუმჯობესებს გარემოსდაცვით მდგრადობას.
- ადგილობრივი ხელისუფლება და ეროვნული ასოციაცია აქტიურად მონაწილეობენ მრავალდონიან მმართველობაში, რაც ყველა დონეზე ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული პრაქტიკის ინტეგრაციასა და განხორციელებას უწყობს ხელს.

ოფისი საქართველოში
ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო
+99532 2913870/ 71/ 72






