Back კონკურსი მონაწილეების შესარჩევად ინიციატივაში „ახალგაზრდული ლაბორატორიები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის“

კონკურსი მონაწილეების შესარჩევად ინიციატივაში „ახალგაზრდული ლაბორატორიები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის“

ხარ 18-29 წლის და გინდა, შენი თემის კეთილდღეობისთვის სხვებთან ერთად იმუშაო და რეალური ცვლილებების თანამონაწილე გახდე?

ევროპის საბჭო იწვევს ახალგაზრდებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ახალგაზრდული ლაბორატორიების (Youth Laboratories) ინიციატივაში მონაწილეობის მისაღებად.

ლაბორატორიები არის არაფორმალური, ახალგაზრდების მიერ შექმნილი სივრცეები, სადაც ახალგაზრდები მუშაობენ ადგილობრივ, მათი თემისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ერთად ეძებენ შესაძლო გადაწყვეტის გზებს, ცდიან იდეებს და სწავლობენ მოქმედების პროცესში.

ახალგაზრდული ლაბორატორიების ინიციატივაში მონაწილეობისთვის არ არის აუცილებელი, უკვე გქონდეს გამოცდილება საზოგადოებრივ საქმიანობაში, პროექტების მართვასა თუ ადგილობრივ ინიციატივებში. მთავარია, გაინტერესებდეს შენი თემისთვის მნიშვნელოვანი საკითხები და გქონდეს სურვილი, სხვებთან ერთად იმუშაო პრაქტიკული იდეების განვითარებასა და განხორციელებაზე.

 

რას გთავაზობთ?

შერჩეული მონაწილეები:

  • 2026 წლის ნოემბრის ბოლოს გაივლიან მოკლე ონლაინ საორიენტაციო ვებინარების სერიას
  • 2026 წლის დეკემბერში მონაწილეობას მიიღებენ ეროვნული პლატფორმის „InoHub“ შეხვედრაში, რომელიც გააერთიანებს ახალ მონაწილეებსა და უკვე მოქმედი ლაბორატორიების წევრებს
  • მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნასა და გამოცდილებას ადგილობრივ ინიციატივებზე მუშაობის, კომუნიკაციისა და პარტნიორებთან ურთიერთობის, გუნდური მუშაობისა და ლიდერობის მიმართულებით
  • იმუშავებენ მენტორებთან და სხვა ახალგაზრდებთან
  • გახდებიან  საქართველოს მასშტაბით ახალგაზრდული ლაბორატორიების დამაკავშირებელი ქსელის “InoHub” ნაწილი
  • შესაძლებლობა ექნებათ, შეუერთდნენ მოქმედ ახალგაზრდულ ლაბორატორიებს ან, ინტერესისა და ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით, შეისწავლონ ახალი ახალგაზრდული ლაბორატორიების განვითარების შესაძლებლობა

ახალგაზრდული ლაბორატორიების საქმიანობა არ მთავრდება ერთი ღონისძიებით. მონაწილეებისგან ველით აქტიურ და უწყვეტ ჩართულობას, იდეების პრაქტიკაში გამოცდას, გამოცდილებიდან სწავლას და საკუთარ თემში საქმიანობის გაგრძელებას.

ახალგაზრდული ლაბორატორიების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ევროპის საბჭოს ვებგვერდს და იხილეთ ვიდეოები:

 

ვის ველოდებით?

ინიციატივა ითვალისწინებს იმ ახალგაზრდების მონაწილეობას, რომლებიც:

  • მუდმივად ცხოვრობენ ან აქტიურად არიან დაკავშირებული იმ მუნიციპალიტეტთან / რეგიონთან, სადაც სურთ ახალგაზრდული ლაბორატორიების ფარგლებში მუშაობა
  • მზად არიან, ჩაერთონ არა მხოლოდ ცალკეულ ღონისძიებებში, არამედ უფრო ხანგრძლივ პროცესში
  • დაინტერესებული არიან ადგილობრივი საკითხებით, ახალგაზრდების მონაწილეობით, დემოკრატიით, ადამიანის უფლებებით ან სხვა დაკავშირებული თემებით
  • მზად არიან იმუშაონ განსხვავებული გამოცდილებისა და შეხედულებების მქონე ადამიანებთან
  • სურთ პასუხისმგებლობის გაზიარება, სხვებისგან სწავლა და პრაქტიკული მოქმედება
  • აქვთ ნაკლები შესაძლებლობები სამოქალაქო, საგანმანათლებლო ან განვითარების პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად

განსაკუთრებით მივესალმებით განაცხადებს საქართველოს სოფლებიდან, შორეული, მთიანი, ეთნიკური, რელიგიური უმცირესობებით დასახლებული თემებიდან, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებისგან.

რას ველით შენგან?

ახალგაზრდული ლაბორატორიები ეფუძნება ნებაყოფლობით, მოხალისეობრივ მონაწილეობას, ახალგაზრდების ლიდერობასა და საერთო პასუხისმგებლობის გაზიარებას.

შერჩევის შემთხვევაში, შენგან ველით ონლაინ საორიენტაციო ვებინარებში, InoHub პლატფორმის შეხვედრაში და შემდგომ საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას, გუნდურ მუშაობას, განსხვავებული მოსაზრებების პატივისცემას და საკუთარი ინიციატივით მოქმედების მზადყოფნას.

როგორ გააკეთო განაცხადი?

შეავსე აპლიკაციის ფორმა ონლაინ: https://forms.gle/6VXRv11e17tnUVGh6

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი 2026, 23:59 (თბილისის დროით)

კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდი:
ანა არევაძეს, აღნიშნულ ელ-ფოსტის მისამართზე -[email protected]

განაცხადის პროცესის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 2026 წლის 15 ოქტომბერს, საქართველოს დროით 14:00 საათზე, Zoom-ის პლატფორმის მეშვეობით. ზუმის ბმული და  შერჩევის პროცესთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი დეტალები მოცემულია კონკურსის საინფორმაციო ბარათში.

 - კონკურსის საინფორმაციო ბარათი

ინიციატივა ხორციელდება პროექტის „მონაწილეობითი და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ადგილობრივი დემოკრატიის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესთან არსებული მრავალდონიანი მმართველობის ექსპერტიზის ცენტრი, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმისა და ავსტრიის საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით.

თბილისი, საქართველო 13 ოქტომბერი, 2026 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge