Back

თბილისში სტამბოლის კონვენციასა და მონიტორინგის მექანიზმზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

19 ივნისი 2018
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
  • Imprimer en PDF
თბილისში სტამბოლის კონვენციასა და მონიტორინგის მექანიზმზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

19 ივნისს, თბილისში ევროპის საბჭოსა და სახალხო დამცველის ოფისის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე: ვროპის საბჭოს კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (ცნობილი როგორც სტამბოლის კონვენცია).

ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და დამნაშავეთა სამართლებრივი დევნა სტამბოლის კონვენციის, როგორც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის  ერთერთი ყველაზე ყოვლისმომცველი საერთაშორისო შეთანხმების, მთავარი ქვაკუთხედებია.

სამუშაო შეხვედრის დროს განხილული იქნა სტამბოლის კონვენციის მთავარი სტანდარტები, განსაკუთრებული აქცენტით მონიტორინგის პროცესზე. სტამბოლის კონვენციას ორეტაპიანი მონიტორინგის სისტემა აქვს, ერთი მხრივ ეს არის ოჯახში ძალადობასა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მომუშავე დამოუკიდებელ ექსპერთა ჯგუფი( GREVIO)  და მეორე ეს არის პოლიტიკური ორგანო, მხარეთა კომიტეტი, რომელიც სტამბოლის კონვენციის წევრი მხარეებისგან შედგება.  

სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვა მონაწილეები გაეცნენ სახელმწიფოს, ადამიანის უფლებათა ინსტიტუტების და არასამთავრობო სექტორის როლს სტამბოლის კონვენციის მონიტორინგის პროცესში. შეხვედრის დროს დამსწრე აუდიტორიამ მოისმინა საუკეთესო მაგალითები და მიღებული გამოცდილებები ევროპის საბჭოს იმ ქვეყნების შესახებ, რომლებმაც უკვე გაიარეს მონიტორინგი GREVIO-ს მიერ.

სამუშაო შეხვედრა ასევე მოიცავდა ჯგუფურ სამუშაოს სტამბოლის კონვენციის მე-10 მუხლის შესახებ, რომელიც სახელმწიფოებს ავალდებულებს შესაბამის ორგანოებთან ერთად სტამბოლის კონვენციის კოორდინირებაზე, განხორციელებაზე, მონიტორინგსა და შეფასებაზე პასუხისმგებელ ეროვნულ მაკოორდინირებელი ორგანოს შექმნას.

სამუშაო შეხვდერა ორგანიზებული იყოს ევროპის საბჭოს „ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის“ პროექტის ფარგლებში.