Back სემინარი - ეროვნული ანგარიშების მომზადება ევროპის სოციალური ქარტიის ანგარიშგების პროცედურის ფარგლებში

სემინარი - ეროვნული ანგარიშების მომზადება ევროპის სოციალური ქარტიის ანგარიშგების პროცედურის ფარგლებში

ევროპის საბჭოს პროექტმა სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში მოაწყო სამუშაო შეხვედრა ევროპის სოციალური ქარტიის საანგარიშო პროცედურის ფარგლებში ეროვნული ანგარიშების მომზადების შესახებ.

ევროპის სოციალური ქარტია ევროპის საბჭოს კონვენციაა, რომელიც განამტკიცებს სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებს, ხოლო მისი შესრულების თაობაზე ანგარიშგების პროცედურა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ქარტიასთან შესაბამისობის მონიტორინგისთვის, რომელსაც სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტი ახორციელებს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და შესაბამისი სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები.

ევროპის საბჭოს ადგილობრივმა კონსულტანტმა, მიმოიხილა ევროპის სოციალური ქარტია და ქარტიის ფარგლებში საანგარიშო პროცედურა და მონაწილეებს გააცნო სოციალური უფლებების ევროპული კომიტეტის დასკვნები საქართველოსთან დაკავშირებით.

გარდა ზემოაღნიშნულისა, შეხვედრის მონაწილეებს ევროპის საბჭოს წარმომადგენელმა ინფორმაცია მიაწოდა ეროვნული ანგარიშების მომზადების პროცესში მონაცემთა შეგროვების და ანალიზის თაობაზე.

ჯგუფური სავარჯიშოების ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს ევროპის სოციალური ქარტიის ფარგლებში სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტისთვის წარსადგენი ეროვნული ანგარიშის სამუშაო ვერსია, რომელიც კომიტეტს წლის ბოლომდე უნდა წარედგინოს და იმსჯელეს მასში ასახული ინფორმაციის გაუმჯობესების  გზებზე.

დისკუსიის დროს მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს მსგავსი აქტივობების ორგანიზების აუცილებლობას და სამუშაო შეხვედრიდან მიღებული ცოდნის პრაქტიკული განხორციელების მნიშვნელობას. მონაწილეებმა და ორგანიზატორებმა ასევე განიხილეს შესაძლებლობების განვითარების დამატებითი საჭიროებები და გამოკვეთეს სამომავლო თანამშრომლობის სფეროები.

ღონისძიება ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტის „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი წარმოაგდენს საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ სამოქმედო გეგმის ნაწილს.

 

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page