Back

თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტი საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისათვის

თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტი საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისათვის

20 ივნისს, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, გაიმართა სემინარი საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისათვის თანამონაწილეობით გენდერული აუდიტის (გენდერული აუდიტი) შესახებ. სემინარი წარმართეს ევროპის საბჭოს მიერ მოწვეულმა ექსპერტებმა - შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ აკრედიტირებულმა ფასილიტატორებმა. ექსპერტებმა წარადგინეს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისათვის ჩატარებული გენდერული აუდიტის ანგარიშის მიგნებები.

გენდერული აუდიტი ჩატარდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის საფუძველზე, რაც მოიცავდა საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის დოკუმენტების ანალიზს, ინტერვიუებს თანამშრომლებთან და თანამონაწილეობით შიდაუწყებრივ სემინარს.

გენდერული აუდიტის ძირითად ამოცანას წარმოადგენდა გამოვლენილიყო რამდენად არსებობს გენდერული პოლიტიკა საარჩევნო ადმინისტრაციაში, როგორ აღიქმება ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების მიერ გენდერული თანასწორობის საკითხი და რამდენად პრიორიტეტულია იგი პოლიტიკის და საქმიანობის და ასევე, შიდა ორგანიზაციულ დონეებზე. გარდა ამისა, თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტის ამოცანას წარმოადგენდა წარმატებული პრაქტიკის მაგალითებისა გამოვლენა და არსებული ნაკლოვანებების დასაძლევად რეკომენდაციების შემუშავება.

სემინარზე საარჩევნო ადმინისტრაციამ ასევე იმსჯელა, თუ როგორ უნდა აისახოს გენდერული აუდიტის ანგარიშის მიგნებები გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმასა და პოლიტიკისა და სტრატეგიის სხვა დოკუმენტებში.

თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტი ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის „საარჩევნო პრაქტიკის რეფორმა საქართველოში“ ფარგლებში.