Back სამუშაო შეხვედრა ევროპის სოციალურ ქარტიასთან შეუსაბამობის შესახებ

სამუშაო შეხვედრა ევროპის სოციალურ ქარტიასთან შეუსაბამობის შესახებ

ევროპის საბჭოს პროექტმა „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში“ გამართა ონლაინ სამუშაო შეხვედრა ევროპის სოციალურ ქარტიასთან შეუსაბამობის შესახებ. შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს ხელისუფლების, ინსტიტუტების, NHRI-ების და სოციალური პარტნიორების მხარდაჭერა მათ საქმიანობაში,  რომელიც დაკავშირებულია სოციალური უფლებების ხელშეწყობასთან, ყურადღების გამახვილებით ევროპის სოციალური ქარტიის, სოციალური უფლებების ევროპული კომიტეტის პრეცედენტული სამართლის და საუკეთესო ევროპული პრაქტიკის როლებზე სოციალური უფლებების დაცვის დონის ამაღლებისა და საუკეთესო ევროპულ სტანდარტებთან მორგების კუთხით.

შეხვედრას ხუთი სამინისტროს, პარლამენტის, სახალხო დამცველის, შრომის ინსპექციის, დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს, პროფკავშირებისა და დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის პირველ ნახევარში მონაწილეები გაეცნენ ევროპის სოციალური ქარტიის უფრო თეორიულ ნაწილს და მისი მონიტორინგის პროცედურებს. ევროპის საბჭოს საერთაშორისო კონსულტანტმა - მონიკა სმუშ-კულეშამ წარმოადგინა საქართველოსთან დაკავშირებული ქარტიასთან შეუსაბამობის დასკვნები. ხოლო, შეხვედრის მეორე ნაწილში, ევროპის საბჭოს ეროვნულმა კონსულტანტმა, გია კაკაჩიამ ხელი შეუწყო მონაწილეებს შორის დისკუსიას ევროპული სოციალური ქარტიის კონკრეტულ დებულებებთან შეუსაბამობის საკითხებზე მსჯელობის მიზნით.

მონაწილეებმა აღნიშნეს ასეთი შეხვედრების მნიშვნელობა, რათა მათ უკეთ გააცნობიერონ, თუ რა ეტაპზეა საქართველო ევროპის სოციალურ ქარტიასთან მიმართებაში, რა არის სოციალური უფლებების ევროპული კომიტეტის ბოლო დასკვნები, ჩაერთონ დაინტერესებულ მხარეებს შორის აქტიურ დისკუსიაში და კოორდინაცია გაუწიონ შემდგომ ნაბიჯებსა და შესაძლო ქმედებებს შესაბამის დებულებებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

ღონისძიება ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტის „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი წარმოადგენს საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ სამოქმედო გეგმის ნაწილს.

22 მარტი, 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page