Back

შეხვედრა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამუშაო და კომუნიკაციების სტრატეგიის თაობაზე

25-26 აგვისტო, 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
  • Imprimer en PDF
შეხვედრა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამუშაო და კომუნიკაციების სტრატეგიის თაობაზე

25-26 აგვისტოს ევროპის საბჭოს ორგანიზებით გაიმართა ორდღიანი სამუშაო შეხვედრა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისათვის - მედიის თვითრეგულირების ორგანო. ღონისძიება გახსნა ევროპის საბჭოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა, ნატალია ვუტოვამ და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარიამ გოგოსაშვილმა.

სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ ქარტიის საბჭოს (განცხადებებზე გადაწყვეტილებების მიმღები ორგანო) წევრები და ქარტიის მენეჯმენტის წარმომადგენლები. ღონისძიება მიზნად ისახავდა ქარტიის კომუნიკაციებისა და სამუშაო სტრატეგიის მხრივ არსებულ გამოწვევებზე მსჯელობას, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევასა და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვას.

აღნიშნული სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავს ქარტიის კომუნიკაციებისა და სამუშაო მეთოდოლოგიის შესახებ სტრატეგიის მომზადებას. ევროპის საბჭოს ექსპერტებმა შესაბამის სფეროებში წარმოადგინეს საკუთარი ანალიზი და ხედვა, რაც მოიცავს მათ მიერ განხორციელებულ კვლევასა და ქარტიის წარმომადგენლებთან ინტერვიუების სესიას.

ევროპის საბჭო გააგრძელებს მუშაობს სტრატეგიის, როგორც საბოლოო პროდუქტის ჩამოყალიბების ჩამოყალიბებაში.

ღონისძიების ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს პროექტის „მედისა და ინტერნეტის თავისუფლების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში.