Back სამუშაო შეხვედრა „მეტი ქალი (თვით)მმართველობაში და ბარიერები, რომლებსაც ქალი კანდიდატები აწყდებიან“

სამუშაო შეხვედრა „მეტი ქალი (თვით)მმართველობაში და ბარიერები, რომლებსაც ქალი კანდიდატები აწყდებიან“

გაიმართა დისტანციური სამუშაო შეხვედრა თემაზე - „მეტი ქალი (თვით) მმართველობაში და ბარიერები, რომლებსაც ქალი კანდიდატები აწყდებიან“ - საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან თანამშრომლობით.

 

სამუშაო შეხვედრა გახსნეს, ფრანკ დეშლერმა, ევროპის საბჭოს არჩევნებისა და სამოქალაქო განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ და გიორგი შარაბიძემ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა.

 

ეფექტიანი დიალოგის პლატფორმის საშუალებით შეხვედრის მონაწილეებმა - სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომდგენლებმა, ცესკო-სთან არსებული გენდერული საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის გენდერული საბჭოს თავმჯდომარეებმა - იმსჯელეს ერთობლივ ღონისძიებებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაძლიერებას და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიზაციის პროცესებზე მათი გავლენის გაზრდას. კატერინა ბოლონეზემ, ევროპის საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელმა, შეხვედრის მონაწილეებს გააცნო გენდერული თანასწორობისა და ქალთა და მამაკაცთა გადაწყვეტილების მიღებაში დაბალანსებული მონაწილეობის თაობაზე არსებული ევროპის საბჭოს პოლიტიკისა და სამართლებრივი ინსტრუმენტები.

 

მონაწილეებმა ასვე იმსჯელეს გამოწვევებზე,  რომლებსაც აწყდებიან პოლიტიკაში ჩართული ქალები და კანდიდატები, მათ შორის, მოახლოებული 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნების კონტექსტში. დისკუსია ასევე შეეხო, შესაძლო ერთობლივ ღონისძიებებს, რაც წაახალისებს ქალთა აქტიურ მონაწილეობას საარჩევნო პროცესებში.

 

სამუშაო შეხვედრა ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს პროექტის „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“ ხელშეწყობით.

28 ივლისი, 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page