ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი პროკურორებისთვის თემაზე „საერთაშირისო თანამშრომლობა სისხლის სამართლის საკითხებში“. ტრენინგს უძღვებოდნენ პროკურორი ტრენერები. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფუნდამენტურ პრინციპებზე და სამართლებრივ ჩარჩოებსა და ინსტრუმენტებზე.
მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ექსტრადიცია, საერთაშორისო თანამშრომლობა, მსჯავრდებულთა გადაყვანა, სამართალდამრღვევთა ზედამხედველობა, სისხლისსამართლებრივი განაჩენების საერთაშორისო მოქმედება, ასევე სამართალწარმოების გადაცემა, ყადაღის დადება და შემოსავლების კონფისკაცია.
ტრენინგის შედეგად გაიზარდა მონაწილეების ცოდნა მტკიცებულებების შეგროვების ღია წყაროების, უცხო ქვეყნებთან თანამშრომლობის არსებული სქემების, საგამოძიებო მოქმედებების სპეციფიკისა და ექსტრადიციის შესახებ პატიმრობის გამოყენების ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების შესახებ.
ტრენერმა პროკურორებმა თავიანთ კოლეგებს გააცნეს საერთაშორისო თანამშრომლობის ისეთი ქსელები, როგორიცაა EUROJUST და EUROPOL, მიმოიხილეს პროკურორების წინაშე არსებული ძირითადი გამოწვევები ექსტრადიციის შემთხვევებთან დაკავშირებით და განიხილეს მათი გადაჭრის გზები.