Back ვმუშაობთ ადვოკატებთან ერთად მათ წინაშე არსებული გამოწვევების აღმოფხვრის მიზნით

ვმუშაობთ ადვოკატებთან ერთად მათ წინაშე არსებული გამოწვევების აღმოფხვრის მიზნით

ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ორგანიზებით იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებთან ჩატარდა ონლაინ შეხვედრა სახელმძღვანელოს შემუშავების მიზნით, რომელიც ფოკუსირებული იქნება პრაქტიკულ უნარებსა და სისხლის სამართლის პროცესში ადამიანის უფლებათა სტანდარტების დაცვაზე.

ევროპის საბჭოს ექსპერტებმა და ადვოკატებმა განიხილეს დაცვის სხვადასხვა საკითხები, რომლებიც უნდა მოიცვას სახელმძღვანელომ. კერძოდ, ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, მტკიცებულებათა შეგროვება, კლიენტებისთვის რჩევის მიცემა ჩვენების მიცემასთან დაკავშირებით, საპროცესო შეთანხმებებში ადვოკატების როლი, მოსამართლეთა გათავისუფლების მოთხოვნა, ჯვარედინი დაკითხვის ჩატარება, მტკიცებულების დასაშვებობის გამოწვევები და მოქმედებები და ნაფიც მსაჯულთა საქმეებში მოქმედება.

სახელმძღვანელო ადვოკატებისთვის იქნება ის ყოვლისმომცველი დოკუმენტი, რომელიც მათ დაეხმარება სისხლის სამართლის საქმეებში კლიენტებთან მუშაობის პროცესში.

ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა - სასამართლო რეფორმის სისხლისსამართლებრივი ასპექტები“, პროგრამის „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ ფარგლებში.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page