Back რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული აკადემიით ევროპის საბჭოს მონაწილობითი დემოკრატიის აკადემიების სერია დასრულდა

„სრულფასოვანი მოქალაქეობა ნიშნავს აზრის გამოხატვის შესაძლებლობას იმ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომელიც მოქალაქეზე ახდენს გავლენას. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, ნებისმიერ დონეზე, ხელს უნდა უწყობდნენ მოქალაქეთა აქტიური მხარდაჭერის მოპოვებას სხვადასხვა პოლიტიკისა და პროგრამების მიმართ“ (გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმი).
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული აკადემიით ევროპის საბჭოს მონაწილობითი დემოკრატიის აკადემიების სერია დასრულდა

ადგილობრივ დონეზე მონაწილეობითი დემოკრატიის გაძლიერების მიზნით პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა მონაწილეობითი დემოკრატიის აკადემიების სერია პროექტის ყველა სამიზნე რეგიონში: თბილისი, გურია, იმერეთი, კახეთი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი. 2022 წლის 6-7 ივნისს განხორციელებულმა რიგით მეშვიდე აკადემიამ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონისთვის ასევე მოიცვა გორის და ფოთის მუნიციპალიტეტები. აღნიშნული მუნიციპალიტეტებიდან აკადემიამ  მონაწილეობითი დემოკრატიის თემის ირგვლივ გააერთიანა მერიის, საკრებულოსა და სამოქალაქო საზოგადოების 22 წარმომადგენელი, რათა განეხილათ ადგილობრივ დონეზე არსებული მოქალაქეთა ჩართულობის არსებული პრაქტიკა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის მექანიზმები.

აკადემიამ ხელი შეუწყო  ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის  ინფორმაციის გაზიარებასა და ცნობიერების ამაღლებას ევროპის საბჭოს სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპებისა და ჩართულობის მექანიზმების შესახებ, როგორიცაა „გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმი“, „CivicLab“ და „UChange“ მეთოდოლოგიები. მონაწილეებმა ასევე განიხილეს მათ მუნიციპალიტეტებში აღნიშნული ინსტრუმენტების პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობები. გარდა ამისა, მონაწილეები გაეცნენ სამოქალაქო მონაწილეობის სათათბირო ფორმას „მოქალაქეთა ასამბლეას“ და არსებული მონაწილეობის ფორმების შედარებითი ანალიზით განსაზღვრეს „მოქალაქეთა ასამბლეის“ უპირატესობები მოქალაქეთა ჩართულობის  უზრუნველსაყოფად.

განხორციელებულმა შვიდმა აკადემიამ გაერთიანა მერიის, საკრებულოს და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების 150-ზე მეტი წარმომადგენელი 42 მუნიციპალიტეტიდან. აკადემიებმა ხელი შეუწყო საჯარო მოხელეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების უნარებისა და კომპეტენციების გაძლიერებას კანონით განსაზღვრული და ევროპის საბჭოს ინოვაციური სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმების პრაქტიკული გამოყენების კუთხით, ამასთან ხელი შეუწყო სამოქალაქო საზოგადოებისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებასა და სამომავლო თანამშრომლობისთვის საფუძვლის გამყარებას.

ღონისძიებები განხორციელდა ევროპის საბჭოს პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ერთობლივად ახორციელებენ დემოკრატიის გენერალური დირექტორატის არჩევნებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის სამმართველო და ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.

6-7 ივნისი, 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page