Back ტრენერთა ტრენინგი ადამიანის უფლებათა სწავლებაზე საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერებისთვის

ტრენერთა ტრენინგი ადამიანის უფლებათა სწავლებაზე საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერებისთვის

2023 წლის 3-4 ივნისს, ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან ერთად, სასწავლო ცენტრის ტრენერებისთვის დაიწყო ტრენინგ კურსი ადამიანის უფლებათა განათლების მეთოდების გამოყენებით თანასწორობისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის შესახებ.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ადამიანის უფლებათა პრინციპებს და კანონის უზენაესობის ძირითად ელემენტებს. მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს დისკრიმინაციის ცნებაზე და განიხილეს სხვადასხვა შემთხვევები ეროვნული და რეგიონული სასამართლო პრაქტიკიდან. სასწავლო კურსი აგრეთვე მოიცავდა შესაბამის სამართლებრივ ასპექტებს, როგორებიცაა განსხვავებული მოპყრობის ობიექტური გამართლება და თანასწორობის დაცვის სამართლებრივი მექანიზმები, სასამართლოების და სახალხო დამცველის როლი დისკრიმინაციის საქმეებთან დაკავშირებით, სხვა ეროვნული და საერთაშორისო სამართლებრივი ორგანოების როლი/ფუნქცია თანასწორობის დაცვის მიმართულებით. ტრენინგის მეორე დღე დაეთმო ადამიანის უფლებათა განათლების საკითხებს. კერძოდ, მონაწილეები გაეცნენ ამ მიმართულებით არსებულ ცნებებს, მიდგომებსა და ღირებულებებს, ასევე, განიხილეს ადამიანის უფლებათა სწავლების როლი დისკრიმინაციისა და უთანასწორობის პრევენციის და აღმოფხვრის მიმართულებით. ტრენერებმა, აგრეთვე, განიხილეს ადამიანის უფლებათა სწავლების გამოყენების პრაქტიკული მაგალითები და მონაწილეებს გააცნეს ევროპის საბჭოს სახელმძღვანელოები (“ბუქმარქსი”; “კომპასი”; “კომპასიტო”; ”თქვი შენი აზრი/სათქმელი”, “გენდერი მნიშვნელოვანია“)

გადამზადებული ტრენერები თანასწორობის უფლებებზე ჩაატარებენ ტრენინგებს აჭარის რეგიონში.

ეს აქტივობა ხორციელდება პროექტის „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში.  პროექტი ფინანსდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

4 ივნისი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page