Back ტრენერთა ტრენინგი პროკურორებისთვის

ტრენერთა ტრენინგი პროკურორებისთვის

2020 წლის 6-7 თებერვალს ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ორგანიზებით ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი პროკურორებისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის ჭრილში. ტრენინგის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო  დაკავების ალტერნატიულ ზომებს, ჩხრეკას, დაყადაღებას, დაპატიმრებას და ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს, ასევე ქალ ბრალდებულებთან მიმართებაში. ტრენინგზე წარმოდგენილმა თემებმა და პრაქტიკულმა სავარჯიშოებმა ზრდასრულთა განათლების პრინციპებთან შესაბამისობაში დინამიურად წარმოადგინა  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული საქმეები. ტრენინგის შედეგად მენეჯერულ პოზიციებზე მყოფმა ათმა პროკურორმა გაიღრმავა ცოდნა კეთილსინდისიერებისა და სათანადო გულმოდგინების პრინციპის დაცვის მნიშვნელობაზე თავისუფლების აღმკვეთი ან შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენებისას მათ შორის ქალ ბრალდებულებთან მიმართებით. პროექტის განმავლობაში ტრენერთა ტრენინგის მონაწილე პროკურორები თავად ჩაუტარებენ ტრენინგებს  კოლეგებს აღკვეთის ღონისძიებების გამოყენებაზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.

ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა - სასამართლო რეფორმის სისხლისსამართლებრივი ასპექტები“ ფარგლებში.

6-7 February 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page