Back საარჩევნო დავების განხილვის თაობაზე მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო უკვე ხელმისაწვდომია ელექტრონულად

საარჩევნო დავების განხილვის თაობაზე მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო უკვე ხელმისაწვდომია ელექტრონულად

გამოცემა „საარჩევნო დავების განხილვა - მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო საარჩევნო დავებზე სამართალწარმოების გაუმჯობესებისათვის“ უკვე ხელმისაწვდომია ელექტრონულად. სახელმძღვანელო შემუშავდა ვენეციის კომისიასა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან თანამშრომლობით. დოკუმენტი ასევე ხელს უწყობს ევროპის საბჭოს საარჩევნო თანამშრომლობის მეთოდოლოგიის (URSO) დანერგვას.

ნაშრომი მიზნად ისახავს საარჩევნო დავებზე სამართალწარმოების შემდგომი დახვეწის ხელშეწყობას, საარჩევნო ადმინისტრაციისა და სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა ხარისხის გაუმჯობესებას. გამოცემა წარმოადგენს ყოვლისმომცველ მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოს არჩევნებით დაინტერესებული ყველა მხარისათვის - საარჩევნო მოხელეთათვის, ადგილობრივი დამკვირვებლებისა და პარტიების წარმომადგენელთათვის, მოსამართლეებისა და იურიდიული პროფესიის წარმომადგენელთათვის.

საარჩევნო დავების მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო ეფუძნება სამართლის უზენაესობის პრინციპებს და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საარჩევნო დავებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. გამოცემა მკითხველს ასევე სთავაზობს საარჩევნო დავებზე საქართველოს, ბოსნია და ჰერცეგოვინის კარგი პრაქტიკისა და გამოცდილების მიმოხილვას. ნაშრომში მოცემულია პროფესიული  ტრეინინგებისათვის სასწავლო მასალების ფართო არჩევანი.

მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო შემუშავებულია ევროპის საბჭოს პროექტის “საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“ ხელშეწყობით. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს დანერგვა საქართველოს საარჩევნო კომისიასა და საერთო სასამართლოებთან თანამშრომლობით.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page