Back უზენაესი სასამართლოს სამმა მოსამართლემ, აპარატის თანამშრომლებმა და ზამთრის სკოლის გამარჯვებულებმა მონაწილეობა მიიღეს სასწავლო ვიზიტში, რომელიც ქალაქ სტრასბურგში, საფრანგეთში ჩატარდა

უზენაესი სასამართლოს სამმა მოსამართლემ, აპარატის თანამშრომლებმა და ზამთრის სკოლის გამარჯვებულებმა მონაწილეობა მიიღეს სასწავლო ვიზიტში, რომელიც ქალაქ სტრასბურგში, საფრანგეთში ჩატარდა

ვიზიტი მიზნად ისახავდა, მონაწილეებისთვის გაეცნო ევროპის საბჭოს ძირითადი ორგანოების საქმიანობის მთავარი მიმართულებები. ამ მიზნით, შეხვედრები და დისკუსიები გაიმართა ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE), ვენეციის კომისიის, მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ), ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის, სამართლებრივი თანამშრომლობის ევროპული კომიტეტის (CDCJ), მართლმსაჯულებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფისა (GREVIO) და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის (GRECO) წარმომადგენლებთან. რამდენიმე სესია ასევე დაეთმო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და მის პრეცედენტულ სამართალს, გადაწყვეტილებათა აღსრულებას და სასამართლოს ბოლოდროინდელ ტენდენციებს. მსჯელობის საგანი გახდა ახლად ამოქმედებული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-16 ოქმი, რომლის თაობაზეც მონაწილეებს ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლემ მიაწოდა. და ბოლოს, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოთაშორისო საქმის განხილვას - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ.

ვიზიტისას მონაწილეებმა მოსაზრებები გაცვალეს ევროპის საბჭოს წარმომადგენლებთან საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმების ძირითად მიმართულებებზე. ევროპის საბჭოს ექსპერტებმა იმსჯელეს იმ საკითხებზეც, რომლებიც მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემის ორგანიზებისა და ფუნქციონირებისათვის. მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს ევროპის საბჭოს მუშაობა მართლმსაჯულების სფეროში და სამომავლო თანამშრომლობისთვის იდეები წარმოადგინეს.

სასწავლო ვიზიტი განხორციელდა ევროპის საბჭოს პროექტის - „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ - ფარგლებში, რომელიც ფინანსდება ბულგარეთის, ლიხტენშტეინის სამეფოს, ლიეტუვის რესპუბლიკის, ნორვეგიის, სლოვაკეთისა და შვედეთის კეთილი ნების შემოწირულობებით, რისი მიზანიცაა ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება.

22-24 მაისი, 2018
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page