Back პრეზენტაცია და დისკუსია საქართველოში ევროპის სოციალური ქარტიის ჭრილში სოციალური უფლებების შესახებ საჭიროებების შეფასების შედეგებზე

პრეზენტაცია და დისკუსია საქართველოში ევროპის სოციალური ქარტიის ჭრილში სოციალური უფლებების შესახებ საჭიროებების შეფასების შედეგებზე

30 ნოემბერს ონლაინ ღონისძიებაზე განიხილეს საქართველოში სოციალური უფლებების არსებული მდგომარეობის შესახებ საჭიროებების ყოვლისმომცველი შეფასების შედეგები ევროპის სოციალურ ქარტიასთან მიმართებაში.

ანგარიში მომზადდა ახლად დაწყებული პროექტის „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, რომლის მიზანია გამოავლინოს ძირითადი საჭიროებები სოციალური უფლებების სფეროში, საქართველოში არსებული პოლიტიკის, მარეგულირებელი ჩარჩოებისა და პრაქტიკის შესწავლის საფუძველზე.

ანგარიში მოამზადა ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფმა. მათ ინფორმაციის მოკვლევის ინტენსიური სამუშაო გაწიეს, რომელიც შედგებოდა პირველადი სამაგიდო კვლევისგან და რიგი ონლაინ შეხვედრებისგან საქართველოს მთავრობის და ასევე საქართველოში სოციალური უფლებების სფეროში მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც ვისაუბრეთ გამოვლენილი საჭიროებების შესახებ. კერძოდ, ვიმსჯელეთ საქართველოს კანონმდებლობის და შესაბამისი პრაქტიკების ევროპის სოციალური ქარტიის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიმართულებით.

საჭიროებების შეფასების ანგარიში ასახავს დასკვნებს და იძლევა რეკომენდაციებს განსახორციელებელ ქმედებებზე და ასევე საქართველოს ხელისუფლებას სთავაზობს თანამშრომლობას ევროპის საბჭოსთან, გამოვლენილი საჭიროებების აღმოსაფხვრელად და სოციალური უფლებების ევროპის საბჭოს სტანდარტების და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანის მხარდასაჭერად.

ღონისძიება გახსნა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, ბატონმა სტეფან სირბუმ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ქალბატონმა თამილა ბარკალაიამ და ბატონმა ელია ბოგიამ, პროექტის მენეჯერი, ევროპის სოციალური ქარტიის დეპარტამენტი, ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატი (DGI), ევროპის საბჭო;

საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ ბ-მა სტეფან სირბუმ დიდი მადლობა გადაუხადა მთავრობის, აგრეთვე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს წარმოდგენილი ანგარიშის მომზადების სამუშაო პროცესში მათი აქტიური მონაწილეობისა და თანამშრომლობისთვის. მან გამოთქვა რწმენა, რომ ანგარიშში წარმოდგენილი დასკვნები და რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ.

„ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ სოციალური უფლებების პატივისცემა აუცილებელია მდგრადი დემოკრატიის მისაღწევად. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ სოციალური უფლებების დაცვის ვალდებულებას შევხედოთ როგორც მხოლოდ პასუხისმგებლობას, მას აგრეთვე უნდა ვუყუროთ როგორც ინვესტიციას - განაცხადა ბ-მა სირბუმ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ქ-ნმა თამილა ბარკალაიამ მისი მისასალმებელი სიტყვის დროს კიდევ ერთხელ აღნიშნა წარმოდგენილი ანგარიშის საჭიროება და აუცილებლობა.

„დღევანდელი შეფასების და რეკომენდაციების მოსმენა და გათვალისწინება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია... ის შეფასებები და რეკომენდაციები, რომლებიც ქართველმა და საერთაშორისო ექსპერტებმა ევროპის საბჭოს მხარდაჭერით დადეს, ჩვენთვის იქნება მნიშვნელოვანი რესურსი გადაწყვეტილების მიღების პროცესში იმ სამუშაო ჯგუფების ფარგლებში, რომელშიც ჩვენ ვმუშაობთ სოციალური კოდექსის კანონმდებლობაზე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ევროპის საბჭოს ამ მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის, ჩვენი ამ პროექტის ფარგლებში პარტნიორობა დაგვეხმარება იმაში, რომ სოციალური კანონმდებლობა მოვაქციოთ ევროპულ მინიმალურ სტანდარტებთან შესაბამისობაში და შემდგომ უკვე ბუნებრივია პარალელურად უნდა ვიმუშაოთ იმ მექანიზმების და სისტემების განვითარება გაძლიერებაზე რომ უკვე ამ კანონმდებლობის აღსრულების მექანიზმები გავაძლიეროთ და შევქმნათ ქვეყანაში.“- აღნიშნა ქ-ნმა თამილამ.

ანგარიშის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ:

ღონისძიების ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

გსურთ მეტი გაიგოთ საჭიროებების შეფასების ანგარიშისა და პროექტის შესახებ? გთხოვთ ეწვიოთ ოფიციალურ გვერდს აქ.

ღონისძიება ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტის „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი წარმოადგენს საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ სამოქმედო გეგმის ნაწილს.

ონლაინ ღონისძიება 30 ნოემბერი, 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page