Back ინტელექტუალური თამაში თანასწორობის შესახებ - მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება თანასწორობისა და მრავალფეროვნების შესახებ

ინტელექტუალური თამაში თანასწორობის შესახებ - მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება თანასწორობისა და მრავალფეროვნების შესახებ

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში,  ბავშვთა უფლებებისა და თანასწორობის თემაზე, ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა.

გახსნით ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გელა გელაძე, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში ნატალია ვუტოვა, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი სოფიო აბულაშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მანდატურები და მოსწავლეები დაესწრნენ.

„ეს ღონისძიება გამოხატავს ჩვენს ვალდებულებას ახალგაზრდებში თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და ადამიანის უფლებების შესახებ განათლების ხელშეწყობის მიმართულებით. ჩვენი მიზანია ამ ინტელექტუალური თამაშის ორგანიზებით ინტერაქციული და სასიამოვნო მეთოდით ახალგაზრდებს მნიშვნელოვან თემებზე  ავუმაღლოთ ცოდნა.“- თქვა ნატალია ვუტოვამ, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში.  

ღონისძიების ფარგლებში საჯარო სკოლების მოსწავლეები ბავშვთა უფლებების, თანასწორობისა და ტოლერანტობის თემებზე შექმნილი პოსტერებისა და ნახატების გამოფენა მოაწყვეს. ღონისძიების მეორე ნაწილი ინტელექტუალურ თამაშს დაეთმო, რომელშიც თბილისის 6 საჯარო სკოლის მე-10 კლასების მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.

თანასწორობის თემაზე გამართულ ინტელექტუალურ თამაშში გამარჯვება თბილისის  N169-ე  სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს.

მიმდინარე თვიდან, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, მსგავსი ინტელექტუალური თამაშები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვისაც გაიმართება.

ეს ინიციატივა პროექტის „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ ნაწილია, რომელიც საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში ფინანსდება.

31 მაისი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page