საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე საქართველოს ფინანსთა მინისტრს, მამუკა ბახტაძეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა მინისტრს გააცნო ევროპის საბჭოს მიერ მხარდაჭერილი პროგრამები და სამომავლო პერსპექტივები.