Back რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) აღმასრულებელმა მდივანმა, იოჰან ფრისტედმა ECRI-ის 2020 წლის ანგარიშში გამოვლენილ გამოწვევებზე ისაუბრა

რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) აღმასრულებელმა მდივანმა, იოჰან ფრისტედმა ECRI-ის 2020 წლის ანგარიშში გამოვლენილ გამოწვევებზე ისაუბრა

თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ რაც „საუბრები ადამიანის უფლებებზე“ ონლაინ ფორმატით ეთერში გავიდა იმ გამოწვევებზე სასაუბროდ, რაც პანდემიამ ადამიანის უფლებების დაცვის  კუთხით წარმოშვა. ამ თარიღის აღსანიშნად,  „საუბრები ადამიანის უფლებებზე“ ისევ დაბრუნდა ევროპაში რასიზმისა და შეუწყნარებლობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე დისკუსიისთვის.  ონლაინ საუბრებმა  რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) აღმასრულებელ მდივანს, იოჰან ფრისტედს უმასპინძლა, რომელმაც რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის 2020 წლის ანგარიშში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. დისკუსია შეეხო რასიზმისა და შეუწყნარებლობის ირგვლივ არსებულ ოთხ ძირითად მიმართულებას, როგორიცაა COVID19-ის შედეგად გაღრმავებული უთანასწორობა, ლგბტი თემის წარმომადგენლების მიმართ დამოკიდებულებები, მზარდი რელიგიური შეუწყნარებლობა და ფესვგადგმული რასიზმი საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ონლაინ შეხვედრის მოდერატორი ეკატერინე სხილაძე, სახალხო დამცველის მოადგილე იყო. შეხვედრის დროს Facebook მომხმარებლებს კითხვების დასმისა და პასუხების მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ.

საუბრები ხელმისაწვდომია ონლაინ ინგლისურ ენაზე.

ონლაინ საუბრების სერია სახალხო დამცველის აპარატთან ერთად საქართველოში COVID-19-ის გავრცელების შემდეგ დაიწყო და მოიცვა სხვადასხვა თემა, მათ შორის სამოქალაქო აქტივიზმი, განათლების მისაწვდომობა, სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია, მედიის როლი კრიზისის დროს, უმცირესობათა ჯგუფების წარმომადგენლებთან დისკუსია და დისკრიმინაციის წინააღმდეგ დაცვის მექანიზმები.

საუბრები ადამიანის უფლებებზე: თანასწორობა მნიშვნელოვანია ტარდება „მე ვირჩევ თანასწორობას” კამპანიის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს ევროპის საბჭოს პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის, სიძულვილის დანაშაულის და სიძულვილის ენის წინააღმდეგ საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საქართველოში 2016-2019 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვითა და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

თბილისი, საქართველო 8 აპრილი 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page