Back

ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში წარადგენა რეკომენდაციები დისკრიმინაციისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებების შესახებ მონაცემთა შეგროვების მექანიზმის გაუმჯობესებაზე

ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში წარადგენა რეკომენდაციები დისკრიმინაციისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებების შესახებ მონაცემთა შეგროვების მექანიზმის გაუმჯობესებაზე

19 აპრილს, ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურასა და უზენაეს სასამართლოსთან ერთად გამართა ღონისძიება დისკრიმინაციისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებების შესახებ მონაცემთა შეგროვების მექანიზმის გაუმჯობესებაზე.

ღონისძიების ძირითადი მიზანი იყო  სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და დისკრიმინაციის შესახებ ეფექტიანი მონაცემთა შეგროვების სისტემასა და ევროპის საბჭოს ექსპერტების მიერ შემუშავებული ერთობლივი მიდგომის შესახებ ძირითადი რეკომენდაციებისა და სახელმძღვანელო პრინციპების პრეზენტაცია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პროკურატურამ და უზენაესმა სასამართლომ ასევე ისაუბრეს მონაცემთა შეგროვების შესახებ მათ სამომავლო გეგმებზე.

პრეზენტაციის შემდეგ 20-21 აპრილს ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებების შესახებ მონაცემთა შეგროვების განხორციელების თაობაზე პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისთვის. 17-18 აპრილს კი ცალკე შეხვედრები ჩატარდა რეკომენდაციებისა და საჭირო ზომების შესახებ, რომლებიც ეფექტიანი მონაცემთა სისტემის განსახორციელებლადაა საჭირო.

დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებებისა და სიძულვილის ენის შესახებ სტატისტიკური მონაცემების გაუმჯობესებაზე მუშაობა 2018 წლის სექტემბერში დაიწყო ევროპის საბჭოს პროექტის „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა“ ფარგლებში. იგი ეხმარება მთავრობას რეკომენდაციებისა და სახელძღვანელო პრინციპების შემუშავებასა და შესაძლებლობების გაძლიერებაში ქვეყანაში მონაცემთა შეგროვების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის.