Back ევროპული კონვენციის გამოყენების შესახებ მოსამართლეებთან მუშაობა გრძელდება

ევროპული კონვენციის გამოყენების შესახებ მოსამართლეებთან მუშაობა გრძელდება

ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ორგანიზებით, იუსტიციის უმაღლესი სკოლის თანამშრომლობის ფარგლებში, მოსამართლეებისთვის ტრენინგების სერია გრძელდება. შეხვედრებზე მოსამართლეები ეცნობიან საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლეს პრეცედენტულ სამართალს, რომელიც დაკავშირებულია ოჯახში ძალადობასთან, მტკიცებულებათა დასაშვებობასთან, თავისუფლების უფლებასთან, აღკვეთის ღონისძიებებთან სასამართლო პროცესის მომზადებასთან და სამართლიანი სასამართლოს სტანდარტების სხვადასხვა ასპექტებთან.

 ამ დროისთვის, უკვე ორმოცდაათამდე მოსამართლეს ჰქონდა შესაძლებლობა გაცნობოდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს უახლესი პრეცედენტული სამართლის საქმეებს.

ტრენინგები ორგანიზებულია პროექტის „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმების მხარდაჭერა - სასამართლო რეფორმის სისხლისსამართლებრივი ასპექტები“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ და ხორციელდება ევროპის საბჭოს მიერ პროგრამა „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის” ფარგლებში.

29 ნოემბერი 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page