Back ტენდერი განათლების სფეროში ადგილობრივი საკონსულტაციო მომსახურების მიღების მიზნით

ტენდერი განათლების  სფეროში ადგილობრივი საკონსულტაციო მომსახურების მიღების მიზნით

პროექტის „დემოკრატია იწყება სკოლაში“ ფარგლებში, ევროპის საბჭო აცხადებს ტენდერს ადგილობრივი საკონსულტაციო მომსახურების მიღების მიზნით. ტენდერის მიზანია ადგილობრივ კონსულტანტთა ბაზის შექმნა, რომლითაც პროექტი კონკრეტულ საჭიროებაზე დაყრდნობით ისარგებლებს. საკონსულტაციო მომსახურებამ უნდა დაფაროს შემდეგი თემები: განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისთვის, კომპეტენციებზე დაფუძნებული სამოქალაქო განათლება, დემოკრატიული სასკოლო მმართველობა, სასკოლო საგანმანათლებლო პროექტები.

- LOT 1: კვლევითი მომსახურება

- LOT 2: სატრენინგო მომსახურება

ტენდერში მონაწილეობის პირობები და სხვა საჭირო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ სატენდერო ფაილსა და სახელშეკრულებო ფორმაში:

ინფორმაცია ტენდერის შესახებ

ხელშეკრულება

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 15 ივნისი. ყველა განაცხადი და დამხმარე საბუთი უნდა გაიგზავნოს მხოლოდ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected]. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ტენდერის საიდენტიფიკაციო ნომერი (2022/AO/28). სხვა მისამართზე გაგზავნილი განაცხადები ავტომატურად გამოირიცხება ტენდერიდან.

მიმდინარე ტენდერის შესახებ კითხვების გაგზავნა შესაძლებელია ინგლისურ ენაზე განაცხადის შემოტანის ბოლო ვადამდე არაუგვიანეს 1 კვირით ადრე შემდეგ მისამართზე [email protected]

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page