Back ტენდერი განათლების მიმართულებით საერთაშორისო საკონსულტაციო მომსახურების მიღების მიზნით

ტენდერი განათლების მიმართულებით საერთაშორისო საკონსულტაციო მომსახურების მიღების მიზნით

პროექტის „დემოკრატია იწყება სკოლაში“ ფარგლებში, ევროპის საბჭო აცხადებს ტენდერს საერთაშორისო საკონსულტაციო მომსახურების მიღების მიზნით. ტენდერის მიზანია შეიქმნას საერთაშორისო კონსულტანტთა ბაზა, რომლითაც პროექტი  კონკრეტულ საჭიროებაზე დაყრდნობით ისარგებლებს. საკონსულტაციო მომსახურებამ უნდა დაფაროს შემდეგი თემები: განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისთვის, ადამიანის უფლებათა სწავლება,  კომპეტენციებზე დაფუძნებული სამოქალაქო განათლება, დემოკრატიული სასკოლო მმართველობა, სასკოლო საგანმანათლებლო პროექტები.

ტენდერში მონაწილეობის პირობები და სხვა საჭირო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ სატენდერო ფაილსა და სახელშეკრულებო ფორმაში:

ინფორმაცია ტენდერის შესახებ

ხელშეკრულება

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა 2022 წლის 27 ივნისი. ყველა განაცხადი და დამხმარე საბუთი უნდა გაიგზავნოს მხოლოდ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected]. გთხოვთ, განსაკუთრებული ყურადღებით გაეცნოთ ტენდერის წესებს. არასრული აპლიკაცია ავტომატურად გამოირიცხება ტენდერიდან.

მიმდინარე ტენდერის შესახებ კითხვების გაგზავნა შესაძლებელია ინგლისურ ენაზე განაცხადის შემოტანის ბოლო ვადამდე არაუგვიანეს 5 დღით ადრე შემდეგ მისამართზე [email protected]

10/06/2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page