Back

მხარს ვუჭერთ უსაფრთხო ინტერნეტის დღეს 2019: ერთად უკეთესი ინტერნეტისთვის

მხარს ვუჭერთ უსაფრთხო ინტერნეტის დღეს 2019: ერთად უკეთესი ინტერნეტისთვის

აგერ უკვე მე-5 წელია ევროპის საბჭო მხარს უჭერს უსაფრთხო ინტერნეტის დღის კამპანიას.

უსაფრთხო ინტერნეტის დღე (SID) ერთობლივად ორგანიზებულია  Insafe/INHOPE-ის  ქსელის მიერ, ევროპული კომისიის მხარდაჭერით ყოველ თებერვალს ციფრული ტექნოლოგიების უფრო მეტად უსაფრთხო და პოზიტიური გამოყენების ხელშეწყობისთვის, განსაკუთრებით ბავშვებსა და ახალგაზრდებში. ყოველწლიურად, მილიონობით ადამიანი ერთიანდება ონლაინ დადებითი ცვლილებების შთაგონებისთვის, უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლებისთვის და მსოფლიოს მასშტაბით ამ საკითხზე გამართულ ღონისძიებებსა და აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად.   

წელს, ევროპის საბჭო უსაფრთხო ინტერნეტის დღეს აღნიშნავს წევრი ქვეყნებისთვის მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის  CM/Rec(2018)7  მიღებით ციფრულ გარემოში ბავშვთა უფლებების პატივისცემის, დაცვის და შესრულების შესახებ, რომელიც წარმოადგენს ყოვლისმომცველ სახელმძღვანელო პრინციპებს ევროპული ხელისუფლებისთვის. სახელმძღვანელო ფოკუსირდება თუ როგორ უნდა დავიცვათ და გავაძლიეროთ ბავშვები უკეთ ციფრულ სამყაროში. აღნიშნული სახელმძღვანელო მალე ხელმისაწვდომი იქნება ქართულადაც.   

აღსანიშნავია სხვა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებიც, როგორიცაა ევროპის საბჭოს კონვენცია სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ(ლანსაროტის კონვენცია), რომელიც ხელმომწერ ქვეყნებს ავალდებულებს ზრდასრული ადამიანების მიერ ბავშვების ინტერნეტის მეშვეობით სექსუალური ხასიათის ქმედებებში ჩართვის კრიმინალიზებას.  კონვენცია ასევე სისხლისსამართლებივი წესით დასჯად ქმედებად მიიჩნევს ნემისმიერ აქტივობას, რომელიც უკავშირდება ბავშვების ექსპლუატაციას  პორნოგრაფიის გზით, მათ შორის ბავშვთა შუარაცხყოფის ამსახველი მასალის ონლაინ გაცნობიერებულად ყურებას.

მშობლებს და ბავშვების მომვლელებს სასარგებლო ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სახელმძღვანელოდან „ბავშვის აღზრდა ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში“ (რომელსაც თან ახლავს ექვსი ვიდეო გაკვეთილი), რომელიც ყურადღებას ამახვილებს სექსუალური ხასიათის ხუთ ონლაინ რისკზე( ბავშვების  სექსუალური ექსპლუატაცია ონლაინ „sextortion",  ბავშვების ჩართულობით  სექსუალური ხასიათის გამოსახულებების და მასალების გაზიარება "sexting", ინტერნეტით სექსუალური შინაარსის თემებზე საუბარი „sex-chatting“,  კომპიუტერული ქსელების გამოყენებით ადამიანის სექსუალურ ურთიერთობებზე დაყოლიება „grooming“ და  სექსუალური შინაარსის გამოსახულებების შურისძიების მიზნით გამოყენება - "revenge porn"). აღნიშნული მასალა მალე ხელმისაწვდომი იქნება ქართულადაც.   

ოჯახებს, მასწავლებლებს, პოლიტიკოსებს და თავად ახალგაზრდებს შეუძლიათ მიიღონ არაერთი რჩევა და პრაქტიკული რეკომენდაცია „ინტერნეტის საგანმანათლებლო სახელმძღვანელოდან“, რომელიც დაეხმარება მათ უსაფრთხოდ გამოიყენონ ინტერნეტი და ის შესაძლებლობები, რომელსაც მათ ონლაინ სამყარო  და ციფრული მოქალაქეობის საგანმანათლებლო პროექტი აძლევს.                       

უფრო პატარა ასაკის ბავშვებს შეუძლიათ ისწავლონ ინტერნეტ უსაფრთხოების ძირითადი წესები და მიიღონ ციფრული მოქალაქეობა ონლაინ თამაშის „ველური ვებ-ვუდის“ მეშვეობით, რომელსაც ასევე თან ახლავს მასწავლებელთა სახელმძღვანელო; ორივე მათგანი ხელმისაწვდომია უმეტეს ევროპულ ენაზე. ძალიან მალე 2019-ში ასევე შესაძლებელი იქნება ონლაინ აპლიკაციის ჩამოტვირთვა ტელეფონებსა და ტაბლეტებზე, რომელიც ბავშვებს ინტერნეტის გამოყენებაში დაეხმარება: დაუსრულებელი ვარიანტი იხილეთ აქ.

ევროპის საბჭოს „ინტერნეტის მომხმარებელთა ადამიანის უფლებების სახელმძღვანელო“ განმარტავს რას ნიშნავს ადამიანის უფლებები და თავისუფლებები პრაქტიკაში ინტერნეტის კონტექსტში, მათ შორის ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის.

გაიგე უფრო მეტი უსაფრთხო ინტერნეტის დღის შესახებ შემდეგ მისამართზე: www.saferinternetday.org, რომელიც ასევე შეიცავს თქვენს ქვეყანაში მიმდინარე კამპანიის ბმულებს, ან მიიღე ინფორმაცია სოციალური გვერდების Facebook დაTwitter -ის მეშვეობით.