Back

მხარს ვუჭერთ სამართალდამცავი და სასამართლო უწყებების წარმომადგენლებს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლაში

21.09.2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
  • Imprimer en PDF
მხარს ვუჭერთ სამართალდამცავი და სასამართლო უწყებების წარმომადგენლებს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლაში

ევროპის საბჭომ HELP პროგრამის განახლებული კურსი „სიძულვილით მოტივირებული დანაშაული და სიძულვილის ენა“ დაიწყო  სამოცზე მეტი მოსამართლის, პროკურორისა და გამომძიებლისთვის.

ონლაინ ღონისძიება გახსნეს ნატალია ვუტოვამ, ევროპის საბჭოს   ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში, ალექსანდრე დარახველიძემ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ,  ნათია მერებაშვილმა,  გენერალური პროკურორის მოადგილემ და მაია ბოცვაძემ, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორის მოადგილემ.

ონლაინ ღონისძიებას დაესწრნენ ევროპის საბჭოს და სახელმწიფო სტრუქტურების წამომადგენლები, მოსამართლეები, პროკურორები და გამომძიებლები.

ევროპის საბჭოს განახლებული HELP კურსის „სიძულვილით მოტივირებულ დანაშაული და სიძულვილის ენა“ მიზანს წარმოადგენს მოსამართლეების, პროკურორებისა და გამომძიებლების უნარების გაუმჯობესება, რათა მათ უკეთ შეძლონ ეფექტიანი რეაგირების მოხდენა სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებსა და სიძულვილის ენაზე.

კურსი მოიცავს მოდულებს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო სტანდარტებზე, რომელიც მოიცავს ევროპის საბჭოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებს.  

ევროპის საბჭოს HELP კურსი განახლდა ევროპის საბჭოს პროექტის „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ფარგლებში.