Back მხარს ვუჭერთ ფსიქიკური ჯანდაცვის ახალი სტრატეგიის შემუშავებას საქართველოს პენიტენციური დაწესებულებებისთვის

მხარს ვუჭერთ ფსიქიკური ჯანდაცვის ახალი სტრატეგიის შემუშავებას საქართველოს პენიტენციური დაწესებულებებისთვის

საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში ფსიქიკური აშლილობების ადრეული გამოვლენის, ცნობიერების ამაღლებისა და მკურნალობის გაუმჯობესების მიზნით ფსიქიკური ჯანდაცვის განვითარების სტრატეგიის პირველადი სამუშაო ვერსია შეიქმნა. სტრატეგიის მიზანია ჩარჩოს უზრუნველყოფა თანმიმდევრული,  მდგრადი და უწყვეტი კლინიკური დახმარების გაწევისთვის ფსიქიკური აშლილობების მქონე პატიმრების ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით. 

ორდღიანი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში, რომელიც 19-20 სექტემბერს თბილისში გაიმართა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებსა და ევროპის საბჭოს ექსპერტებს მიეცათ საშუალება განეხილათ შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხები:

•             ფსიქიკური ჯანმრთელობის სკრინინგი და შეფასება;

•             სასჯელაღსრულების სისტემაში ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურების გაწევა;

•             სუიციდის პრევენცია და კრიზისის მართვა;

•             ადამიანური რესურსების განვითარება;

•             საკანონმდებლო  ჩარჩოს მიმოხილვა და ხარვეზების აღმოფხვრა.

სტრატეგიის დოკუმენტის საბოლოო ვერსია საქართველოს მთავრობას წარედგინება დასამტკიცებლად.

ღონისძიება გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის - „თავისუფლებააღკვეთილ პირთა ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება საქართველოში - ფარგლებში, რომელიც ბულგარეთის, ლიხტენშტეინის სამეფოს, ნორვეგიის, სლოვაკეთის, შვედეთისა და ლიტვის კეთილი ნების შემოწირულობებით ფინანსდება და რომელიც საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის ნაწილია.

ვმუშაობთ ერთად ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გასაუმჯობესებლად!

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page